სიტყვა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს შენი ცხოვრება: მადლობა | ქრისტიანი.ge

სიტყვა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს შენი ცხოვრება: მადლობა

ალბათ დაუჯერებელია, რომ ლუკას მე-17 თავში იესო ათ კეთროვანს ერთდროულად კურნავს, ის უბრალოდ ეუბნება მათ: “წადით და მღვდლებს ეჩვენეთ.“  ხოლო როგორც კი წავლენ, მათი კანი განახლდება.

უფალი არასდროს ყოფილა დაინტერესებული პატივის და დიდების მოხვეჭით. ერთადერთი რამ, რაც მისთვის დაუჯერებელი აღმოჩნდა ეს იყო ყოფილი კეთროვნებისგან მადლიერების ნაკლებობა. დიდი სასწაულის შემდეგ, მათგან მხოლოდ ერთი მიბრუნდა იესოსთან მადლობის სათქმელად.

მხოლოდ ერთი.

როგორც ბიბლია ამბობს: „როცა ნახა რომ განიკურნა, მობრუნდა და მაღალი ხმით განადიდებდა ღმერთს. პირქვე დაემხო იესოს ფერხთით და მადლობდა მას. ის კაცი სამარიელი იყო.“ (ლუკა 17:15-16)

იესოს გაუკვირდა და ჰკითხა: „ნუთუ ათივენი არ განიწმიდნენ? ცხრანი სადღა არიან?

არავინ აღმოჩნდა, რომ მობრუნებულიყო ღმერთის სადიდებლად გარდა ამ უცხოტომელისა?“

სამწუხარო შედეგი იყო ის, რომ  90% -მა დაკარგა მეორე, უფრო მნიშვნელოვანი საჩუქარი, რომელსაც იესო უმზადებდა მათ.  ის მარტოხელა, მადლიერ სამარიტელს ეუბნება: „ადექი და წადი! შენმა რწმენამ გიხსნა!“ აქ არსებითად მნიშვნელოვანია ის, რომ კეთროვანმა მიიღო სხეულთან ერთად, სულიერი განახახლებაც.
 

მადლიერება გასცემს და იღებს.

წმინდა წერილი არ გველაპარაკება იმის შესახებ, თუ რატომ არ გამოხატეს მადლიერება ღმერთის მიმართ დანარჩენმა კეთროვნებმა. მიუხედავად ამისა, ნათელია, რომ სამარიტელის მადლიერი გული მზად იყო მიეღო მეტი. დღესაც ასეა ჩვენთვის: მადლიერება , რომელსაც ვუძღვნით უფალს ზრდის მის მოქმედებას ჩვენში.
 

როგორ?

ეს არის თეოლოგიური თანმიმდევრობა, რომ უპირველეს ყოვლისა გავიაზროთ: მადლიერება ბადებს თავმდაბლობას, თავმდაბლობა კი უფლის მადლს.

მოდით დავიწყოთ მადლიერებიდან. მადლიერებას შეიძლება ვუწოდოთ სულიერი დისციპლინის „ჭიშკარი“. როგორც ფსალმუნის 99:4 გვეუბნება: „მადლიერებით შედით მის კარიბჭეში და ქებით – მის ეზოებში; მადლობდეთ მას და აკურთხეთ მისი სახელი.“ მადლიერებისას ჩვენ არამარტო ვმადლობთ ღმერთს რაიმე ნივთის, სურვილის ან საჭიროების  გამო, რომელიც ავსებს ჩვენს მოთხოვნილებათა სიას, არამედ მის გამოც.

მადლიერება იწვევს თავმდაბლობას, რადგან ღმერთი აკმაყოფილებს ჩვენს საჭიროებებს. თავმდაბლობა არის გულის მდგომარეობა, რომელიც აცნობიერებს , რომ ყველა ჩვენი კურთხევა არის მიღებული დაუმსახურებლად. ის გვასწავლის, თუ როგორ არ უნდა ვიყოთ სრულიად მოკლებულნი წმინდა ღმერთის წინაშე დგომას. ჩვენ უბრალოდ ვერ მივიღებთ უფლის სამეფოს, გადარჩენას, ან მის უპირობო სიყვარულს.

მართლაც, თავმდაბლობა არის სწორი მდგომარეობა ღმერთთან ურთიერთობის დროს. და ეს საშულებას აძლევს უფლის მადლს, ჩვენს ცხოვრებაში მოქმედების. როგორც იაკობის წერილი ამბობს: „ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს”. (4:6)

ღმერთის მადლისგან მოდის ღმერთის ძალა, მეტად სამადლობელო და საჭირო ძალა, რომელსაც ვიღებთ.

ამ თანმიმდევრული ბილიკის- მადლიერების, თავმდაბლობისა და მადლის, გავლა საშუალებას გვაძლევს ვეზიაროთ უფლის ძალასა და თანდასწრებას.

 

რა ხდება მაშინ როდესაც ვიტანჯებით?

მადლიერების გრძნობა ადვილად იბადება, მაშინ როდესაც მივიღებთ საოცნებო სამსახურს ან უბრალოდ წინ მივიწევთ კარიერაში. ამ დროს ადვილად ვიღებთ ხელს ღვთიურ გაგებაზე, მაშინაც კი, როცა ვიღებთ უბრალო გაფრთხილებას სიჩქარის გადაჭარბებისთვის. მაგრამ რა მოხდება, თუ ჩვენს გზას ავცდებით? ან, თუ ტრაგედია დატრიალდება?

 

ამის შემდეგ ისეც შეგვიძლია ვიყოთ მადლიერნი?

მართლაც, ცხოვრება ყოველთვის არ არის ტკბილი მდგომარეობებით სავსე ბუფეტი, სადაც შეგვიძლია ავირჩიოთ, თუ რომელი მათგანი გადმოვიღოთ თეფშზე. ხანდახან შეიძლება შეგვხვდეს ლიმნით სავსე თასიც.

საბედნიეროდ, ქრისტიანებს მადლიერება არ გვთხოვს „ლიმნის გადაქცევას ლიმონათად“- დაღი, რომელიც შეიძლება შეგვხვდეს დახმარების „ეფექტური“ საშუალების წიგნებში. მე ვერ წარმომიგენია ებრაელი ხალხი აშენებდეს ლიმონათის სადგომებს ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში ან მშობლები აწარმოებდნენ ლიმონათს შვილის დასაფლავებაზე.

ცხოვრებაში მომხდარი ტრაგედიები და სირთულეები შეიძლება იყოს უამრავი. მადლიერი გულის ქონა არ ნიშნავს უყურო ყველაფერს ნათელი მხრიდან ან ყველაფერი იყოს ცუდად. ჩვენი მადლიერება არ უნდა იყოს დაფუძნებული მდგომარეობებზე.

ეს დამოკიდებულია პიროვნებაზე.

ჩვენს ტკივილზე და ტანჯვაზე პასუხები უნდა ვეძიოთ ღმერთში და არა გარემოებებში. იესო მოვიდა არამარტო იმიტომ, რომ ეტანჯა ჩვენთვის, არამედ დატანჯულიყო ჩვენთან ერთად. ესაია წინასწარმეტყველი აღწერს იესოს: „მოძულებული იყო, კაცთაგან მიტოვებული, გატანჯული და სნეულებანაგემი. სახეს ვარიდებდით, შესაზიზღი იყო და არაფრად ვაგდებდით“. (53:3)

 

იესოს ესმის ჩვენი ტკივილი და თანაგვიგრძნობს.

საბოლოოდ, ჩვენი მადლიერება ზრდის რწმენას, რითაც ღმერთმა გამოგვისყიდა ყველა ცუდი სიტუაციისგან ამ და შემდგომ ცხოვრებაშიც. „მოსწმენდს ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი; აღარ იქნება გლოვა, გოდება და ტკივილი, ვინაიდან გადაიარა უწინდელმა”. (გამოცხადება 21:4)

ადვილია დავკარგოთ ღმერთისგან გამომავალი კურთხევები მაშინ, როცა ტკივილი წაგვლეკავს. აგონიაში ყოფნის დროს შეიძლება ბევრჯერ შეირყას ჩვენი რწმენა. მიუხედავად ამისა, ღმერთს არასდროს მიაქვს უკან თავისი საჩუქარი. ეს ისეთი კარგია. მე რომ იესოს ადგილას ვყოფილიყავი, მეორე მხრივ, 9 იმედგაცრუებას ისევ კეთროვნებად ვაქცევდი.

ყოველივე ეს გვასწავლის იმას, რომ უნდა ვიყოთ მადლიერნი.

მაგრამ ეს იყო სიყვარული, რომ სამარიტელმა მიიღო მარადიული საჩუქარი. სიტყვა „მადლობა“ ყოველთვის მიგაღებისნებს კურთხევებს, რომელიც შეიძლება არ ჩანდეს. ჩვენ არ შეგვიძლია გავაკონტროლოთ ღმერთი, უბრალოდ შეგვიძლია იმედით დაველოდოთ მის მადლს.

ყოველდღიურად ჩვენ გვეძლევა საშუალება ვუყუროთ მზის ჩასვლას, მივირთვათ სადილი მეგობართან, ან უბრალოდ დავიძინოთ კომფორტულ საწოლში- ეს გაუცნობიერებელი კურთხევებია. ყოველი დღე საგანძურია. და შენ რა შეუმჩნეველ საჩუქარს აღმოჩენ მადლიერები თვალებით დღეს?

თარგმანი: ნინი ჭანტურია

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.