სიტყვას აქვს ძალა | ქრისტიანი.ge

სიტყვას აქვს ძალა

 

    თითოეულ ადამიანს გააჩნია სულიერი ძალაუფლება  სიტყვის მეშვეობით შექმნას ან გაანადგუროს. ამის გამო  ბიბლია სიტყვის სწორად გამოყენების შესახებ  ახსნა-განმარტებებს იძლევა.  „ყოველი ფუჭი სიტყვისთვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები  პასუხს აგებენ განკითხვის დღეს, რადგან შენი სიტყვებით გამართლდები და შენივე სიტყვებით იქნები მსჯავრდადადებული“ .  ბიბლია ამბობს, რომ ჩვენ  თითოეულ წარმოთქმულ სიტყვაზე  გვაკისრია პასუხისმგებლობა . „ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილი ადამიანია,  მას შეუძლია ალაგმოს მთელი სხეულიც“.   

ჩვენი სხეულის, სულის ( ემოცია,განწყობა,ინტელექტი,ჯანმრთელობა,სურვილი ) მდგომარეობა  ჩვენ  სიტყვაზეა დამოკიდებული. ამ პრინციპს იყენებენ მედიცინაშიც (ფსიქოლოგია,ტრენინგი, ჰიპნოზი ). რთულ დროს ხალხი მტერთან შესახვედრად ფრონტზე მიდიოდა გულში კი ძალა და რწმენა ჰქონდათ, რომ ისინი აუცილებლად გაიმარჯვებდნენ. სიტყვაში იმალება დიადი ძალა.

    დამანგრეველ სიტყვის ძალას ჯადოქრები, სატანისტები და სხვა ბოროტი ძალის წარმომადგენლები იყენებენ. თუ ადამიანს წყევლის  სჯერა და ეშინია, წყევლა მის ცხოვრებაში  მოქმედებას იწყებს, ხოლო შიში და ნეგატიური რწმენა სატანას ძალას მატებს. ჩვენს წინააღმდეგ წარმოთქმული ნეგატიური სიტყვებისაგან მფარველი ძალა  იესო ქრისტესადმი  ნდობა და მორჩილებაა. „ისევე არ მოეწევა კაცს დაუმსახურებელი წყევლა, როგორც ბეღურის გაფრენა ან მერცხლის ნავარდი“. ღმერთი  ყოვლისშემძლე არის და რადგან მისი მფარველობის ქვეშ ვიმყოფებით, ესეიგი ღვთის შვილები ვართ და არაფრის  უნდა გვეშინოდეს.

  „რადგან,  ვისაც უყვარს სიცოცხლე და კეთილდღეობის ხილვა, შეიკავოს ენა ბოროტისგან და მისი ბაგეები ნუ იტყვიან მზაკვრულს“   მოციქული პეტრე  გვამცნობს, რომ ჩვენი  კეთილდღეობა ჩვენსავე  წარმოთქმულ სიტყვებზეა დამოკიდებული. როგორც კეთილ სიტყვას  სიხარულით სავსე დღეები, ასევე  ბოროტ სიტყვას -განსაცდელი მოაქვს. „წრფელთა კურთხევით მაღლდება ქალაქი, ბოროტეულთა პირით კი ინგრევა“ – წერს ბრძენი მეფე სოლომონი. ადამიანები,  რომლებიც გამოთქვამენ ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას, განიკითხავენ  ქვეყნის სათავეში მდგომთ, მათ ცხოვრებაში მოდის ზეწოლა, რომელმაც მათი ცხოვრება შესაძლოა დაანგრიოს.  ამიტომ მოსახლეობის ინტერესებში შედის  (პოზიტიური სიტყვები, კურთხევა ) ხელისუფლებისთვის ლოცვა, რათა ქვეყანა კი არ დაინგრეს, არამედ აყვავდეს.

როდესაც ჩვენზე უარყოფითად საუბრობენ  დისკომფორტს ვგრძნობთ, რადგან ამ უარყოფით  აურას ვეჯახებით. იესო მთაზე ქადაგების დროს ასწავლიდა თუ როგორ გავუმკლავდეთ ნეგატიურ ძალას: „გიყვარდეთ თქვენი მტრები,ილოცეთ თქვენი მაწყევრებისთვის,კეთილი უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის,ვინც გავიწროებთ და გდევნით“. ბოროტების დაძლევა  მხოლოდ სიკეთითაა შესაძლებელი.  როდესაც  ღმერთის პრინციპით ვმოქმედებთ,  ბოროტება ძალას კარგავს.  სიკეთეც და ბოროტებაც ბუმერანგივით უკანვე გვიბრუნდება.
„ორმოს გამთხრელი თვითონვე ჩავარდება შიგ, ქვა მისივე დამგორებელს გაჭყლეტს“. განსაკუთრებულ  შეშფოთებას  ყოველდღიურ ლექსიკაში უხამსი სიტყვების გამოყენება იწვევს, რადგან ისინი  ბოროტ ძალებთან პირდაპირ კავშირშია.
ბევრი უცენზურო  გამოთქმა  წარმათი ღმერთების, დემონების სახელებია.

     მთავარი  ის კი არ არის, როგორ ვიწყებთ ჩვენ ცხოვრებას,  არამედ როგორ გავაგრძელებთ   და  დავამთავრებთ მას.   ყურადღება მივაქციოთ რა გამოდის ჩვენი ბაგეებიდან  კურთხევა  თუ  წყევლა.  თითოეული სიტყვა ჩვენზე  და ჩვენს მომავალ თაობაზე  პირდაპირ მოქმედებს. დღეს საშუალება გვაქვს, რომ ღვთის წინაშე ჩადენილი ცოდვები ვაღიაროთ და  პატიება ვითხოვოთ. ბიბლია ამბობს: „ბაგით აღიარებენ გადასარჩენად“.  თუ გინდა, რომ  მისაბაძი მაგალითი იყო, მთელი გულითა და სულით წარმოთქვი შემდეგი ლოცვა: „ზეციურო მამა გთხოვ მაპატიე ყოველი არასწორი ქმედება,ფიქრი და სიტყვა,  რომელიც ჩავიდინე. მე მჯერა,   რომ შენი ძე იესო ქრისტე, გაეკრა გოლგოთის ჯვარზე ჩემი ცოდვებისთვის. ის მოკვდა, რათა მიმეღო ახალი და სამუდამო სიცოცხლე. ზეციერო მამა მე ვღებულობ შენს პატიებას და ძალას საბრძოლველად.  გთხოვ,  გადმოღვარე ჩემზე სულიწმინდის მადლი.  დამეხმარე ბაგის გაკონტროლებაში. ზეციერო მამა, მე გადავცემ  ჩემს ცხოვრებას შენს მოსიყვარულე და მზრუნველ  ხელს.  ამინ“.
                                                                                                                                             

                                                                                                                                             თარგმანი:  მარიამ  უზუნაშვილი
 

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.