ეკონომიკა, შრომა და საკუთრება | ქრისტიანი.ge

ეკონომიკა, შრომა და საკუთრება

ეკონომიკის მარტივად გაგების საფუძველში ორი ფაქტი დევს:

დედამიწა და ყველაფერი რაც მასზე იმყოფება ღმერთის შექმილია და მას ეკუთვნის. ქვეყნიერების შექმნის დასაწყისში მან ადამიანს უფლება მისცა, რომ ყველანაირი მიწიერი სიკეთით ესარგებლა (დაბ. 1:27-28)
კაცობრიობა ცოდვის ჩადენის გამო, დაცემული ქმილებაა და ადამიანთა შორის ყველა ურთიერთობა, მათ შორის ეკონომიკურიც, ცოდვისა და მანკიერების დაღს ატარებს, ამიტომაა რომ სრულყოფილი ურთიერთობები შეუძლებელია.
ვერავითარი ეკონომიური სისტემა, იქნება ის კაპიტალისტური, სოციალისტური კომუნისტური თუ ნებისმიერი სხვა, უუნაროა იმაში, რომ ადამიანის ყველა საჭიროებები დააკმაყოფილოს. უკეთეს შემთხვევაში მაღალგანვითარებულ ეკონომიკურ სისტემას შეუძლია, რომ საზოგადოების უმეტეს ნაწილი ღირსეული მატერიალური არსებობით უზრუველყოს.
არცერთ ეკონომიკურ სისტემას არ შეიძლება ქრისტიანული ეწოდოს, მაგრამ ზოგიერთი მათგანი სხვებთან შედარებით უფრო ახლოს დგას ღმერთის სიტყვასთან. ეკონომიკის დარგში ძირითადი ბიბლიური პრიციპებია:
1. საკუთრების უფლება
2. თავისუფალი მეწარმეობა
3. გულმოდგინე შრომა
4. ქველმოქმედება
უფალი იესო ქრისტე და მოციქულები არაერთგზის საუბრობდნენ ადამიანის საკუთრების უფლებამოსილებაზე (ეს. 65:21-23; მარკ. 12:1-9; მათ. 25:14-30). ქრისტიანობის ისტორიაში იყო შემთხვევები, როდესაც მორწმუნეები ნაწილობრივ ან მთლიანად უარს ამბობდნენ კერძო საკუთრებაზე. მართალია მოწმობას ამის შესახებ მოციქულთა საქმეებშიც ვპოულობთ (საქ. 2:44-45), მაგრამ მსგავსი შემთხვევები მაინც კონკრეტული დროითა და ადგილით იყო შემოფარგლული.
პირველმა მორწმუნეებმა რწმენით მიიღეს იესოს წინასწარმეტყველება იერუსალიმის განადგურების შესახებ. თავიანთ რწმენას გარშემომყოფთ იმით უმოწმებდნენ, რომ მამულების გაყიდვა დაიწყეს. ბიბლიაში მოყვანილი ნებისმიერი მაგალითიდან, რომელიც ეხება, კერძო საკუთრების შესახებ უარის თქმას, იყო ნებაყოფლობითი და ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად არასოდეს არ მიიჩნეოდა.
წმინდა წერილი საკუთრების არცეთ ფორმას უპირატესობას არ ანიჭებს. კერძო, საზოგადოებრივი, სახელმწიფო, მუნიციპალური, კორპორაციისა და საკუთრების სხვა ფორმები, არსებობის თანაბარი უფლებებით სარგებლობენ. სახელმწიფოს ერთ-ერთ ძირითად ფუქციას საკუთრების ყველა ფორმის დაცვა წარმოადგენს. საკუთრების თვითნებური გადანაწილება ან გასხვისება დაუშვებელია, რადგან ამით ღმერთის ერთ-ერთი ფუძემდებლური მცნება ირღვევა: ,,არ მოიპარო” (გამოს. 20:15)

შეხედულება მეწარმეობასა და კონკურენციაზე

მეწარმეობა ადამიანის ბუნების უშუალო გამოხატულებაა და არასწორად მიგვაჩნია მისი რაიმე გზებით შეზღუდვა.
თავისუფალი მეწარმეობა და კერძო საკუთრებაზე უფლება არის ეფექტური ეკონომიკური სისტემის საფუძველი. მწარმოებლობა და გარჯა იმსახურებს შესაბამის საზღაურს. კერძო საკუთრება ქრისტიაული თვალსაზრისით არა არის ეგოისტური მიზნების დაკმაყოფილების საშუალება, არამედ შესაძლებლობა სასიკეთოდ ეწიოს საკუთარ თავსაც და სხვებსაც.
არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ კონკურენციას, რომელიც ახასიათებს თანამედროვე ეკონომიკური სისტემების უმრავლესობას, ადამიანი თვითიზოლაციისა და ეგოცენტრიზმისაკენ მიჰყავს. ჩვენი აზრით მსგავსი დასკვნა საფუძველს მოკლებული გახლავთ. მრავალი ქვეყნის გამოცდილება, სადაც თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა არის დანერგილი, გვიჩვენებს, რომ ჯანსაღი კონკურენცია ადამიანებს თანამშრომლობისკენ უბიძგებს, ვინაიდან ეფექტური წარმოება მოითხოვს სპეციალიზირებასა და კოოპერაციას. სპეციალიზირება განაპირობებს წარმოების შრომის ნაყოფიერების ზრდას და სამომხმარებლო საქონლის ღირებულების კლებას, რაც დაბალი შემოსავლების მქონე მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომს ხდის. კონკურენციას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა ახასიათებს: იგი წარმოაჩენს ყოველი ადამიანის უნიკალურობასა და უნარიანობას.

ფული და მატერიალური დოვლათი

სიმდიდრეს, როგორც ასეთს, წმინდა წერილი არ განსჯის. აბრაამი, იობი, ნიკოდემოსი და ბიბლიის სხვა ღვთისმოსავი გმირები შეძლებული ადამიანები იყვნენ. მაგრამ მიგვაჩნია, რომ მატერიალური კეთილდღეობა თავისთავად ვერ იქნება გარანტი ადამიანის ბედნიერი მომავლის (ლუკა 12:15). წმინდა წერილი არაერთხელ გვაფრთხილებს, რომ ფულის მოყვარულობა შეიძლება მრავალი პრობლემის გამომწვევი მიზეზი გახდეს (1ტიმ. 6:9-11) და ხელი შეუწყოს ადამიანის დეგრადაციას. ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება არ უნდა გახდეს ყოველდღიური საფიქრალი.
ფართოდაა გავრცელებული ეკონომიკური თეორიები, რომლის თანახმად სიმდიდრის ძირითად წყაროს ადამიანის მიერ ადამიანის ექსპლოატაცია წარმოადგენს. ჩვენი აზრით, მიუხედავად ადამიანთა არაადამიანური დამოკიდებულების საკმაოდ ხშირი მაგალითისა, ყოველთვის მაინც ასე არ ხდება. მეწარმეობის თავისუფლება და კერძო საკუთრება ყოველთვის არ არის ექსპლოატაციის წამქეზებელი. უფრო ხშირად სიმდიდრე ადამიანთა შემოქმედებისა და ინიციატივის, მათი შრომისმოყვარეობის ნაყოფია, ვიდრე ბუნებრივი რესურსების უბრალოდ ფლობისა ა სხვა ადამიანების უსამართლოდ გამოყენების შედეგი.
სოციალური სამართლიანობა მოითხოვს, რომ ყველა ადამიანს, მისი სქესის, ეროვნების ან სოციალური წარმომავლობის მიუხედავად, ერთნაირი შესაძლებლობები ჰქონდეს კანონის წინაშე და ყველა თანასწორი იყოს, მაგრამ ეს აუცილებლობა არ გულისხმობს კეთილდღეობის ერთნაირ დონეს, პირიქით, შრომისმოყვარეობა, გულმოდგინება, მუყაითობა და შემოქმედებითი მიდგომა ჯილდოს იმსახურებს შემოსავლების მაღალი დონის სახით.

შრომა

შრომა ადამიანის შექმნის მომენტიდან ცხოვრების ბუნებრივ ელემენტს, ღმერთის თავდაპირველი გეგმის განუყოფელ ნაწილს შეადგენს (დაბ. 2:15). ცოდვით დაცემის შემდეგ შრომის შინაარსი და აზრი შეიცვალა.
შრომის შემოქმედებითი ნაწილი დასუსტდა და საარსებო სახსრების მოპოვების საშუალებად გადაიქცა. მიუხედავად ამისა, დღეს სწორედ შრომის წყალობით აქვს ადამიანს შემოქმედებისა და თვითგამოხატვის შესაძლებლობა, რაც ღმერთთან მისი მსგავსების უცილობელ დამოწმებას წარმოადგენს. შრომის წყალობით ადამიანს თავისი მატერიალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალება ეძლევა. მას აგრეთვე შეუძლია იზრუნოს სხვებზე, ვისაც საკუთარი თავის გამოსაკვებად შრომის უნარი არ შესწევს.
წმინდა წერილი ადამიანის რომელიმე კონკრეტულ საქმიანობას უპირატესობას არ ანიჭებს. ნებისმიერი საქმე, რომელიც ღვთიურ პრინციპებს შეესატყვისება, სასურველია ღმერთისთვის და კურთხეულია მისგან. საქმიაობა, რომელიც მიმართულია ეგოისტური ინტერესების დაკმაყოფილებისაკენ, ცოდვისა და მანკიერების გავრცელებისაკენ, საზოგადოების გარყვნას ემსახურება და ღმერთისთვის არასასურველია.
მშრომელებს აქვთ უფლება ღირსეული საზღაური მიიღონ (1კორ. 9:7-10). ადამიანის მიერ ადამიანის ექსპლუატაცია, გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ უსამართლო დამოკიდებულება დანაშაულია და მას აგრეთვე სოციალური რყევა მოაქვს. ბიბლია ნათლად ამბობს: ,,არ ავნო შენს მოყვასს და არც არა მოსტაცო, და არ გაათევინო ღამე შენთან მოჯამაგირის შრომის გასამრჯელოს განთიადამდე (ლევ. 19:13). თავის მხრივ გარკვეულ პასუხისმგებლობას დაქირავებული მუშაკებიც ატარებენ. ღმერთი მათ კეთილსიდისიერი შრომისაკენ მოუწოდებს. (ეფეს. 6:5-8).

ქველმოქმედება

ქველმოქმედება ერთ-ერთი თვალსაჩინო დასტურია იმისა, რომ ადამიანები ღმერთის საკუთრების განმკარგავნი არიან. წმინდა წერილი არაერთგზის მოგვიწოდებს ვიზრუნოთ იმ ადამიანთა საჭიროებებზე, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზთა გამო საკუთარი თავის უზრუნველყოფა არ შეუძლიათ (რჯ. 24:19-22). სამწუხაროდ თაამედროვე მსოფლიოში ქველმოქმედება უანგაროდ არცთუ ხშირად ხდება.
ცხოვრების მატერიალურ მხარეს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არ შეიძლება ადამიანი მარტო მისი ეკონომიკური სარგებლობის პრიზმაში შევაფასოთ. სიღარიბე, სიმდიდრე ან ეკონომიკური ეფექტურობა ადამიანის ღირსებების შემფასებელ სრულფასოვან საშუალებას არ წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.