ქრისტიანული კონფესიები და სხვა რელიგიები | ქრისტიანი.ge

ქრისტიანული კონფესიები და სხვა რელიგიები

ისტორიის მანძილზე სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიები წარმოიშვა: მართლმადიდებლები, კათოლიკები და სხვადასხვა დენომინაციის პროტესტანტები. მათ გასხვავებული ხედვა აქვთ იესო ქრისტესა და მოციქულთა მსახურების საიდუმლოებებზე. ჩვენ საფუძვლად ვიღებთ 325 წლის ნიკეის მსოფლიო საეკლესიო კრებისა და 381 წლის კონსტანტინეპოლის (ცარიგრადი) მეორე მსოფლიო კრების მიერ მიღებულ რწმენის სიმბოლოებს, რომლებიც ცნობილია, როგორც ,,ნიკეცარეგრადის რწმენის სიმბოლო”. მისი ფორმულირება შემდეგნაირადაა:
,,მწამს ერთი ღმერთი, ყოვლაძლიერი მამა, ცისა და მიწის, ყოველივე ხილულისა და უხილავის შემოქმედი.
და ერთადერთი უფალი იესო ქრისტე, ღვთის მხოლოდშობილი ძე, მამისაგან შობილი საუკუნეთა უწინარეს, ღმერთი ღმერთისაგან, ნათელი ნათლისაგან, ჭეშმარიტი ღმერთი ჭეშმარიტი ღმერთისაგან, შობილი, არა ქმნილი. მამის ერთარსი და ვისგანაც შეიქმნა ყოველივე ჩვენთვის, ადამიანების გულისთვის და ჩვენს გადასარჩენად ზეციდან ჩამოსული. სულიწმიდისგან და ქალწულ მარიამისგან განსხეულებული და ადამიანად გადაქცეული. პონტოელი პილატეს დროს ჩვენთვის ჯვარზე გაკრული, ტანჯული და დაფლული, მამის მარჯვნივ მჯდომარე და ცოცხალთა და მკვდართა განსასჯელად მეორედ მომავალი. მის მეფობას არ ექნება დასასრული.
და სულიწმიდა, უფალი ცხოველმყოფელი, მამისაგან გამოსული, მამასთან და ძესთა თანაბრად თაყვანსაცემი და განსადიდებელი, წინასწარმეტყველთა მეშვეობით მეტყველი. და ერთიანი, წმინდა მსოფლიო სამოციქულო ეკლესია.
ვაღიარებ ერთ ნათლობას ცოდვათა მისატევებლად. მოველი მკვდრეთით აღდგომას და მომავალ საუკუნო სიცოცხლეს. ამინ”. გარდა ამისა, ჩვენ მხარს ვუჭერთ ხუთ ძირითად პროტესტანტულ რეფორმაციას:
1. მხოლოდ წმიდა წერილი (Sola Scriptura)
2. მხოლოდ ქრისტე (Sola Christa)
3. მხოლოდ მადლით (Sola Gratia)
4. მხოლოდ რწმენით (Sola Fide)
5. მხოლოდ ღმერთის დიდებით (Soli Deo Gloria)
დასასრულს ჩვენ ვაცხადებთ, რომ იესო ქრისტეს ეკლესია მსოფლიო ეკლესიაა. მას აქვს ერთი ჭეშმარიტება და ერთი სხეულია მრავალი ასოებით. ჩვენ ვთვლით, რომ ბიბლიის თანახმად საჭიროა მხარი დავუჭიროთ სხვადასხვა კონფესიათა შორის ურთიერთობას ქრისტიანული ფასეულობების განმტკიცებისა, გავრცელებისა და პატივისცემის გამოხატვის მიზნით.

სხვა რელიგიები

ბიბლია ჩვენი მოძღვრების საფუძველს წარმოადგენს და იგი აბსოლიტურად ღვთისულიერია. მასში ღმერთის ნებაა გამოხატული ადამიანის გადასარჩენად. ჩვენ გვწამს, რომ ყველა ადამიანი ღმერთის ხატად და მსგავსადაა შექმნილი. შექმნილია უფლის განსადიდებლად და იესო ქრისტეს მეშვეობით დახსნის მისაღებად.
ჩვენ მოვუწოდებთ მშვიდობის, ჰარმონიის, შემწყნარებლობისა და პატივისცემისაკენ, განსხვავებული რელიგიური რწმენის მიმდევართა მიმართ ყველა კეთილი ნების მქონე ადამიანებს, მათი მსოფლმხედველობის მიუხედავად.

ოკულტიზმთან დამოკიდებულება

ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში ფართოდ გავრცელდა ოკულტიზმითა და ოკულტური ნიშნებით გატაცება (ჰოროსკოპები, მკითხაობა, ჯადოქრობა, თეთრი და შავი მაგია, ჰიპნოზი, ექსტრასენსობა, ექიმბაშობა, ნათელმხილველობა, გრძნეულება და სხვა).
ცოდნისკენ და ძალებისკენ ადამიანის სწრაფვამ დამახინჯებული ხასიათი მიიღო. ოკულტიზმის მსახურები თავიანთ მოქმედებას ,,ღვთიური” ძალებით ასაბუთებენ. ეს სიცრუეა! ეს ადამიანებით მანიპულირებისკენ სწრაფვაა.
ბიბლიაში გარკვევითაა ჩაწერილი: ,,თუ გეტყვიან: ,,გამოჰკითხეთ მკვდრის გამომძახებელთ და გრძნეულთ, მოჩურჩულეთ და მუცლით მეზღაპრეებს”, განა ყოველი ხალხი თავის ღმერთს არ გამოჰკითხავს მკვდართა მეშვეობით ცოცხალთათვის? რჯულსა და მოწმობას ვფიცავ, რომ იტყვიან ისინი ისეთ სიტყვას, რომელსაც არა აქვს განთიადი”. (ეს. 8:19-20)
ბიბლია კატეგორიულად კრძალავს ბნელ ძალებთან ურთიერთობას. ოკულტური ნიშნებისა და მათი ძალებისაკენ მიქცევა, ღმერთისადმი დაუმორჩილებას გამოხატავს.
ოკულტიზმი ეშმაკის ერთ-ერთი იარაღია, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ადამიანი ისე აღმოჩნდეს ღმერთის საპირისპირო მხარეს, გააზრებაც კი ვერ შეძლოს. ეშმაკი თავის სასარგებლოდ იყენებს ადამიანის ბიბლიურ გაუნათლებლობას, თავის ცრუ და ცილისმწამებლურ ბუნებას, სხვადასხვა საცდურებს და ცდილობს მის სულში ჩათესოს ანტიღვთიური განწყობა. ოკულტიზმის მიმდევრები ცრუ ღმერთებს აღიარებენ, რაც თავისთავად ჭეშმარიტი ღმერთის უარყოფას ნიშნავს. ბიბლია მრავალგზის იძლევა გაფრთხილებას, რომ ოკულტიზმით გატაცებულ ადამიანებს ღვთიური სასჯელი მოელით.

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.