კულტურა, მეცნიერება და განათლება | ქრისტიანი.ge

კულტურა, მეცნიერება და განათლება

დამოკიდებულება საერო მეცნიერებასა და კულტურასთან

თანამედროვე მეცნიერება (ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო) განვითარების მაღალ დონეზე იმყოფება. არსებობს მცდარი შეხედულება, რომ თითქოს მეცნიერებას არ შეუძლია სულიერი და ზნეობრივი პრინციპებისაგან დამოუკიდებლად გავითარდეს. ნორმალური ადამიანური ცხოვრების ასაღორძინებლად აუცილებელია მეცნიერული ცოდნისა და სულიერი ფასეულობების დაკარგული კავშირების აღდგენა.
ეკლესია დალოცავს ყოველ კულტურულ მიმართულებას, რომელიც ხელს შეუწყობს პიროვნების ზნეობრივ და სულიერ გარდაქმნას.
თავიანთი წარმოშობით მეცნიერება და კულტურა რელიგიის მოვალენი არიან, ისინი მის წიაღში ჯერ კიდევ წინაისტორიულ დროს ჩაისახნენ, არსებობდნენ და დღევანდელ დღემდეც არსებობენ ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთკავშირსა და ურთიერთმოქმედებაში. ცნობილი რუსი მეცნიერი ვ.ი. ვერნადსკი (1922წ.) წერდა: ,,რელიგიისგან, ისევე როგორც პიროვნების სხვა სულიერი გამოვლინებები, წარმოიშვა მეციერება”. ეთიკა და მეტაფიზიკა, ხელოვნება და ბუებისმეტყველება თავიანთ წარმოშობას რელიგიას უნდა უმადლოდნენ. ხელოვნება წარმოიშვა როგორც საკულტო დარგი, მეცნიერება და ფილოსოფია წარმოიშვა როგორც, წუთისოფელზე რელიგიური შეხედულების გააზრების მცდელობა. მორალი, სამართალი და ოჯახი რწმენის მცნებებზეა დამყარებული.
შუა საუკუნეების ევროპაში კულტურის ერთადერთი კერა ეკლესია იყო, რომელმაც ანტიკური მეცნიერების ფესვები შემოინახა. მონასტრები ძველ ლიტერატურას აგროვებდნენ და იმ ეპოქის ცოდნის მთელ საგანძურს თავიანთ კედლებში უყრიდნენ თავს.
გვიანდელი ანტიკური და შუა საუკუნეების გამოჩენილი ქრისტიანი მოაზროვნეები თავიანთი დროის მეცნიერებით იყვნენ განათლებულნი. საბუნებისმეტყველო საკითხების მიმართ ცოცხალ ინტერესს იჩენდნენ წმინდა ვასილი დიდი, ნეტარი ავგუსტინე, წმიდა ალბერტი, წმიდა თომა აკვინელი. ისინი მეციერებას დიდ მიშვნელობას ანიჭებდნენ და მის სხვადსხვა დარგებს სწავლობდნენ.
ბერი როჯერ ბეკონი, რომელსაც შუა საუკუნეების მეცნიერების განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის, ღვთისმეტყველი და მისტიკოსი იყო. მ.ვ. ლომონოსოვი წერდა: ,,მეცნიერებას და რელიგიას ერთმანეთთან წაკიდება არ შეუძლიათ: განა ვინმე რაღაც მედიდურობის და თავისი გონიერების გამოსაჩენად მათზე მტრობას იტყვის”. ეს აზრი არანაკლები სიმკვეთრით მოსკოველმა მღვდელმთავარმა ფილარეტმა ჩამოაყალიბა: ,,ქრისტეს რწმენა არ მტრობს ჭეშმარიტ მეცნიერებას, ვინაიდან კავშირი არა აქვს უმეცრებასთან!”
ასევე უნდა აღინიშოს რელიგიურ მოღვაწეთა ცხოველმყოფელი ინტერესი მეციერებასა და განათლებისაკენ. მრავალი საუკუნის განმავლობაში საქარტველოში სწორედ ქრისტიანული ტაძრები გახლდათ განმანათლებლობის და მნიშვნელოვანი ნაშრომების შექმნის კერა.
ის, რომ წარსულის დიდ მეციერთა უმრავლესობა რელიგიური ადამიანები იყვნენ, მეცნიერებისა და რელიგიის შეთავსებადობის მჭერმეტყველური დამოწმებაა.1. რელიგიასა და მეცნიერებას თავისუფლად შეუძლია ისე განვითარდნენ, რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ. მეცნიერება ე.წ. ხილულ (მათ შორის აპარატურის დახმარებით) სამყაროს შეისწავლის. მისი კვლევის ობიექტს მატერიალური სამყარო წარმოადგენს.
რელიგია კი სულიერი სწრაფვაა ზებუნებრივი სამყაროსაკენ, რომლის მიღწევაც წმინდა მეცნიერული მეთოდებით შეუძლებელია. არამატერიალური სფეროები მეცნიერებისათვის დახშული რჩება. არამატერიალური სფეროების შესახებ დასკვნების გამოტანისას მეცნიერება უკიდურესად ფრთხილად უნდა იყოს და მისთვის ცნობილ ფაქტებს უნდა დაეყრდნოს.
2. რელიგიური ინტუიციური გამოცდილების ახსნისა და გააზრებისათვის რელიგიური აზროვნება ხშირად იყენებს მეცნიერულ მეთოდებს. ამის შესახებ ბიბლიაც ლაპარაკობს: ,,იმიტომ, რომ ცხადია მათთვის, რაც ღმერთის შესახებ შეიძლება იცოდნენ, ვინაიდან ღმერთმა განუცხადა მათ. ვინაიდან მისი უხილავი, მისი მარადიული ძალა და ღვთაება წუთისოფლის დასაბამიდან ქმილებათა ხილვით შეიცნობა… “ (რომ. 1:19-20).
3. სწორედ ასე შეუძლია მეცნიერებას რელიგიური მსოფლმხედველობისა და გამოცხადების ნიშნით გავითარდეს. საფუძველს არაა მოკლებული ის მოსაზრება, რომ მრავალი მეცნიერული აღმოჩენა, რომელიც ჩაისახა და დაიბადა, სავარაუდოდ როგორც ინტუიციური აზროვნების პროდუქტი, სხვა არაფერია, თუ არა ღვთიური გამოცხადების ნაყოფი (მენდელეევის ქიმიური ელემეტების პერიოდული სისტემა და სხვ.).
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არ არსებობს ,,მეციერული მსოფლმხედველობა”, რომელიც მარტოოდენ საბუნებისმეტყველო მონაცემებზეა აგებული. უმაღლესი კატეგორიის აზრები სიცოცხლეზე, სიკეთესა და ბოროტებაზე რწმენის არეს განეკუთვნება.
რელიგია ადამიანს აძლევს გაგებას იმის შესაცნობად, რომ მიხვდეს, რისთვის ცოცხლობს. მეცნიერებას ამ კითხვაზე სრულყოფილი პასუხის გაცემა არ შეუძლია. ის ცდილობს გაიგოს, როგორ არის მოწყობილი მატერიალური სამყარო. სამყაროს რელიგიური ჭვრეტა მთლიანი წრეა, რომელშიც მთელი ადამიანური ცხოვრებაა მოქცეული, მათ შორის ცოდნის წყურვილი, ბუნებრივი სამყაროს მეცნიერული კვლევა.
ამრიგად, მეცნიერება და რელიგია, რეალობის შეცნობის ეს ორი გზა არ უნდა იყოს ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სფეროები, მათ ერთობლივად უნდა შეუწყონ ხელი კაცობრიობის საერთო წინსვლას ჭეშმარიტებისაკენ მიმავალ გზაზე.
ქრისტიანობისა და მეცნიერული კვლევების ურთიერთქმედების დადებითი ეფექტების მიუხედავად, დღეს მეცნიერებაში სპეკულარული იდეოლოგიის შეჭრა შეინიშნება. მეციერება გამოდის სულიერი გავლენისაგან, ტოვებს რელიგიურ მსოფლმხედველობასა და ეკლესიის მეურვეობას, რასაც მძიმე შედეგები მოაქვს, მაგალითად ეკონომიკური კრიზისები.
ასეთი ნეგატიური შედეგების გაზრდა მოსალოდნელია არასწორი პრინცირების ძალით, რომელიც საზოგადოების თანამედროვე სამეცნიერო-ტექიკურ განვითარებას უდევს საფუძვლად. ეს პრინციპი მდგომარეობს აპრიორულ მიზანმიმართულებაში, რომ საზოგადოების განვითარება რომელიმე მორალური, ფილოსოფიური ან რელიგიური მოთხოვნებით არ უნდა შემოიფარგლოს.
მსგავს ,,თავისუფლებასთან” ერთად სამეცნიერო-ტექიკური განვითარება ადამიანური მანკიერების ძალაუფლების ქვეშ ექცევა: მედიდურობა, სიამაყე, გამოჩენის წყურვილი, უფრო მეტი და მეტი კომფორტი. ეს არღვევს ცხოვრების სულიერ ჰარმონიას, მისგანვე გამომდინარე ყველა შედეგებით.
ნორმალური ადამიანური ცხოვრების უზრუნველსაყოფად, დღეს, როგორც არასოდეს, აუცილებელია დაბრუნება რელიგიური, სულიერი და ზნეობრივი ფასეულობებისა და ამავდროულად მეცნიერული ცოდნის კავშირთან, რომელიც თანდათან ხელიდან გვეცლება, ზოგი კი საერთოდ დაკარგულია.
ეკლესია აფრთხილებს ადამიანებს არ შეცდნენ და არ განიხილონ მეცნიერება, როგორც ზნეობრივი პრინციპებისგან განდგომილი დარგი.
ცხოვრების სახარებისეული ნორმები შესაძლებლობას იძლევა პიროვნება ისე აღზარდოს, რომ მიღებული ცოდნა ბოროტად არ გამოიყენოს.
ეკლესიისა და საერო მეცნიერების მოწოდებაა ითანამშრომლონ დედამიწაზე სიცოცხლის გადასარჩენად და ცხოვრების სათანადო დონის მისაღწევად.
არავითარ სოციალურ სისტემას არ შეიძლება ეწოდოს ჰარმონიული, თუ მასში სეკულატურული მსოფლშეგნების მონოლოგიები არსებობენ. სამწუხაროდ, ჩვენს ეპოქაში არსებობს იდეოლოგიზაციის საშიშროება, რისთვისაც მსოფლიოს საზოგადოების დიდმა ნაწილმა XX საუკუნეში დიდი საფასური გადაიხადეს. მეცნიერების იდეოლოგიზაცია განსაკუთრებულ საშიშროებას საზოგადოებრივი კვლევის სფეროებისთვის წარმოადგეს, რომლებიც სახელმწიფო პროგრამებისა და პოლიტიკური პროექტების საფუძვლებშია ჩადებული. რელიგიური შეხედულებები უნდა წარედგინოს განათლების სისტემას, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პროექტის გახილვის დროს კი, მთელ საზოგადოებას. ეკლესია უარყოფს, რომ მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევები პიროვნების შინაგან სამყაროზე კონტროლის დასამყარებლად, შთაგონების ტექნოლოგიის შექმნისათვის, ადამიანის შემეცნებისა და ქვეშემეცნების მონოპოლიზაციისთვის გამოიყენონ, რადგან ნებისმიერი ადამიანი ეკუთვნის მხოლოდ უფალ ღმერთს და მის ძვირფას საკუთრებას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე მრავალი ბიოსამედიცინო ტექნოლოგიები და ექსპერიმენტები ეკლესიის თვალსაზრისით მიუღებელია, კერძოდ: აბორტი, სიცოცხლის ჩასახვის მანიპულაცია (მათ შორის უშვილობის შემთხვევაში სასქესო უჯრედების დონორობა, სუროგატული დედობა), ადამიანის კლონირება, ევთანაზია, სქესის შეცვლა.

დამოკიდებულება საერო განათლების მიმართ

ჩვენ მხარს ვუჭერთ საერო და სასულიერო განათლების ყველა სახეს, რადგან ვაღიარებთ ღმერთისა და სახელმწიფოს წინაშე ქრისტიანი პიროვნების სრულფასოვანი, ჰარმონიული და ინტელექტუალური განვითარების საკითხებში საკუთარ პასუხისმგებლობას.. განათლების შინაარსი ხელს უნდა უწყობდეს ადამიანთა განსხვავებულ რასობრივ, ნაციონალურ, ეთნიკურ, რელიგიურ და სოციალურ დაჯგუფებებს შორის ურთიერთგაგებასა და თანამშრომლობას; ითვალისწინებდეს მსოფლმხედველობითი მიდგომების მრავალფეროვნებას, დახმარებას უწევდეს მოსწავლეთა უფლებების რეალიზაციას აღმსარებლობის თავისუფლების საკითხში.
ეკლესიას მიუღებლად მიაჩნია საგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის, მტრობისა და სიძულვილის, ნაციონალური, სოციალური და რელიგიური უთანხმოების პროპაგანდა. დაუშვებელია აგრეთვე საერო საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთი კულტურის ან რელიგიის, როგორც ერთადერთი მისაღების, ან ერთადერთი ჭეშმარიტების წარდგენა.
კაცობრიობის ისტორიაში პრაქტიკულად ყველა ფუნდამენტალური და გამოყენებითი მეცნიერული აღმოჩენები მღვდელმსახურებსა და მორწმუნე სწავლულებს ეკუთვნით. ეკლესია პატივს სცემს საერო სკოლასა და საერო განათლების თავისუფლების აღიარებას და მზადაა მასთან ურთიერთობები ააგოს. ამასთან ერთად ეკლესიას დაუშვებლად მიაჩნია მოსწავლეთათვის ანტირელიგიური და ანტიქრისტიანული იდეების შეგნებულად თავს მოხვევა და სამყაროზე მატერიალური შეხედულების მონოპოლიის მტკიცება. ეკლესიას მიაჩნია, რომ სკოლაში ოკულტიზმისა და ნეოწარმართული გავლენის შეღწევის საშიშროებას იგნორირება არ უნდა გაუკეთდეს.
სპეციალურ დისციპლინებში ბავშვთა მომზადებასთან ერთად მასწავლებლებმა მათში ჭეშმარიტებისა და ზნეობისაკენ სწრაფვა, მოყვასისა და მამულის სიყვარული, საკუთარი და სხვა ქვეყნის ისტორიის შესწავლის სურვილი უნდა წაახალისონ.
ეკლესია მზადაა, რომ აუცილებელი დახმარება გაუწიოს სახელმწიფო ორგანოებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს ქრისტიანული განათლების სხვადასხვა დონისა და ფორმის პროგრამების (დასწრებული, დაუსწრებელი განათლება) შედგენაში, აგრეთვე კონსულტაციის, კურატორობისა და გარკვეული დროით სასწავლებლებში მასწავლებლების გაგზავნის სახით.

ქრისტიანული განათლება

ქრისტიანული განათლება ეკლესიის მსახურების განუყოფელი ნაწილია. უფალმა იესო ქრისტემ მორწმუნეებს დიადი დავალება მისცა: ,,ამიტომ წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. აჰა, მე თქვენთან ვარ ყოველდღე, წუთისოფლის აღსასრულამდე. ამინ!” (მათ. 28:19-20). ქრისტიანული განათლება პირობითად შეიძლება ფორმალურად და არაფორმალურად დაიყოს. არაფორმალურ განათლებას მიეკუთვნება ეკლესიის სხვადასხვა სახის მსახურებები: მზადება წყლით ნათლობისათვის, მცირე ოჯახური ჯგუფები, სემინარები, სხვადასხვა დონის კონფერენციები და ა.შ.
ფორმალური ქრისტიანული განათლება თავის თავში მოიცავს სასწავლო პროგრამებს, რომელთა მიზანიც ხუცესების, მსახურებისა და ეკლესიის რიგითი წევრების ღვთისმეტყველური განათლების ამაღლება წარმოადგენს, რომელიც სათანადო მოწმობებისა და დიპლომების გაცემით დასტურდება.
ფორმალური ქრისტიანული განათლების პროგრამები შემუშავებულია მსოფლიო განათლების სისტემათა საყოველთაოდ მიღებული მოთხოვნების გათვალისწინებით და პროფესიონალური მომზადების კონკრეტულ დარგში (ღვთისმეტყველური, მწყემსური ზრუნვა, მახარებლობა, მუსიკალური მსახურება და ა.შ.) ბაკალავრის, სპეციალისტის ან მაგისტრის ხარისხის მინიჭებით.
ფორმალური ქრისტიანული განათლების ამოცანაა, ყოველ ქრისტიანს ისეთი კვალიფიკაცია მისცეს, რომელიც მას ეკლესიისთვის ეფექტურ შრომას შეაძლებინებს.

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.