სახარების რწმენის ქრისტიანთა ეკლესია და ერი | ქრისტიანი.ge

სახარების რწმენის ქრისტიანთა ეკლესია და ერი

წმინდა წერილებში ხშირადაა საუბარი სხვადასხვა ერების შესახებ. ეკლესია წმინდა წერილის თანახმად მორწმუნეებს ეთნიკური ნიშნის მიხედვით ერთმანეთისაგან არ განასხვავებს. ბიბლია ამბობს: ,,… არ არის განსხვავება იუდეველსა და წარმართს შორის, ვინაიდან ერთი უფალი არის ყველაზე; ის უხვია ყველასათვის ვინც მას მოუხმობს” (რომ. 10:12). სიტყვა ერის თანამედროვე გაგება ორი მიშვნელობით გამოიყენება:
1) ერი, ადამიანთა ისტორიულად მოწყობილი მდგრადი ერთობა, რომელიც მათი ტერიტორიის, ეკონომიკური კავშირების, სალიტერატურო ენის, კულტურულ თავისებურებებისა და სულიერი სახის ფორმირების პროცესში წარმოიშვა. ე.ი, როგორც ეთნიკური ერთობა.
2) ერი, გარკვეული სახელმწიფოს მოქალაქეები, სახელმწიფოს მოსახლეობა, ქვეყნის მცხოვრებნი.
ჩვენ ვცნობთ ორივე მნიშვნელობას. ამასთან ერთად ვაღიარებთ, რომ ეკლესია, როგორც მსოფლიო ორგანიზმი, არ ადგენს საზღვრებს, ის თავის წიაღში ნებისმიერი ერის მორწმუნეს უშვებს, თუმცა ასეთი დამოკიდებულება არ ნიშნავს იმას, რომ მორწმუნეებს ნაციონალური თვითმყოფადობის ან ნაციონალური თვითგამოხატვის უფლება არა აქვთ. პირიქით ეკლესია მსოფლიო და ეროვნულ საწყისებს აერთიანებს. ქრისტიანებმა, რომლებიც თავს ზეციური სამშობლოს მოქალაქეებად აღიარებენ, არც საკუთარი მიწიერი მამული უნდა დაივიწყონ. თვით უფალ იესოს, ეკლესიის დამაარსებელს, არ გააჩდა ამქვეყიური თავშესაფარი და მიუთითებდა, რომ მის მიერ მოტანილი მოძღვრება არც ლოკალური და არც ეროვნული ხასიათის მატარებელი არ იყო: ,,… დგება ჟამი, როცა არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში თაყვანს აღარ სცემთ მამას” (იოან. 4:21; მათ. 8:20). ამავდროულად იგი თავს აიგივებდა ჩვეულებრივ მოკვდავ ადამიანებთან. სამარიტელ დედაკაცთან საუბრისას იესომ ეს ფაქტი ხაზგასმით აღნიშნა: ,,თქვენ არ იცით რას სცემთ თაყვანს; ჩვენ კი ვიცით, რას ვცემთ თაყვანს, რადგან ხსნა იუდეველთაგანაა” (იოან. 4:22).
იესო რომის იმპერიის ქვეშევრდომი იყო, ამიტომ კეისრის კუთვნილ ხარკსაც იხდიდა (მათ. 22:16-21). პავლე მოციქული თავის წერილებში ამბობს, რომ დაბადებით ებრაელთაგან ებრაელია, ხოლო მოქალაქეობით კი რომაელი იყო (საქ. 22:25-29).

ქრისტიანული პატრიოტიზმი

პატრიოტიზმი საკუთარი სამშობლოს მიმართ სიყვარული და ერთგულებაა, რაც ქვეყნის ინტერესებისათვის გმირობის ჩადენასა და მსხვერპლის გაღებისათვის მზადყოფნას ნიშნავს. ქრისტიანი მოწოდებულია უყვარდეს თავის სამშობლო, რომელსაც ტერიტორიული საზღვრები გააჩნია. იგი აგრეთვე იმ ადამიანებისადმი სიყვარულისთვისაც არის მოწოდებული, რომელნიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, მათი აღმსარებლობის, სოციალური სტატუსის, რასობრივი თუ ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად.
ქრისტიანის პატრიოტიზმი მოქმედი უნდა იყოს. ეს მჟღვნდება მტრისაგან მამულის დაცვაში, ქვეყნის საკეთილდღეოდ შრომაში, ეროვნული ცხოვრების მოწყობისათვის ზრუნვაში, მათ შორის, სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობის გზით.

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.