ადამიანის უნიკალურობა | ქრისტიანი.ge

ადამიანის უნიკალურობა

უდიდესი ქრისტიანი მწერალი, გ. კ. ჩესტერტონი   აცხადებდა, რომ მიუხედავად ჩვენი რწმენისა იმის შესახებ,   ღმერთმა ადამიანი ერთ კონკრეტულ მომენტში შექმნა თუ   ხანგრძლივი დროის პროცესში, ორივე შემთხვევაში უდიდესი   სასწაულია ის, რომ არსებობს ისეთი უნიკალური არსება,   როგორიც ადამიანია.
შეიძლება ზუსტად არ ვიცოდეთ ის, თუ როგორ შექმნა   ღმერთმა ადამიანი, მაგრამ დარწმუნებული ვართ იმაში, რომ   მან ეს გააკეთა. ადამიანი არ არის ღმერთის გავრცობის   ნაწილი, როგორც ამას პანთეისტები ამბობენ, და არც ბრმა   შემთხვევის შედეგია, როგორც ევოლუციონერები   გვასწავლიან. ადამიანის შექმნის დოქტრინა წმინდა წერილის   სწავლების ძირითად ნაწილს წარმოადგენს
დაბადების წიგნის 1 და 2 თავები მოგვითხრობენ  შესანიშნავ ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ შექმნა   ღმერთმა ადამიანი. წარმოდგენილი ისტორია სხვადასხვა   გზებით გვიჩვენებს, რომ ეს ქმნილება, ადამიანი, ძალიან   განსხვავებულია ღმერთის მიერ შექმნილი სხვა დანარჩენი   ქმნილებებისგან.
პირველი, ადამიანის შექმნა მოხდა მეექვსე დღეს, მას   შემდეგ, როცა ღმერთმა ყველა სხვა არსებები შექმნა. როგორც   ჩანს, ღმერთმა მოამზადა ყველაფერი მანამდე, სანამ ადამიანი   შემოვიდოდა ქვეყნიერებაზე (ფსალმ. 113:24).
მეორე, სანამ ღმერთი შექმნიდა ადამიანს, მან გამართა  საზეიმო თათბირი: “მოდით, შევქმნათ ადამიანი” (დაბადების   1:26). ჩანს, რომ ღმერთი განსაკუთრებით და სერიოზულად   ფიქრობდა ამ საკითხთან დაკავშირებით, რის გაკეთებასაც   იწყებდა. ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია მაშინ, როცა ის სხვა   არსებებს ქმნიდა. მათი შექმნისას ღმერთი უბრალოდ   ამბობდა სიტყვას, რაც ქმნიდა მათ: “დაე იყოს…” (იხილეთ   დაბადების 1:3,6,14).
მესამე, როგორც დაბადების 2 თავში ვხედავთ, სადაც   გადმოცემულია უფრო სრულყოფილი ახსნა ამ საკითხის  შესახებ, ადამიანის შექმნისას უშუალოდ ღმერთი შრომობდა.   მან პირველი ადამიანი მიწის მტვრისგან შექმნა. მას   უბრალოდ სიტყვა არ უთქვამს; მან გარეგნული სახე მისცა   ადამიანს. ასევე შექმნა ღმერთმა დედაკაცი; ამ საქმეში მისი   ხელი უშუალოდ იყო ჩართული. არა აქვს მნიშვნელობა იმას,   თუ როგორ გადმოვცემთ ადამიანის შექმნას, ერთადერთი   ჭეშმარიტება, რასაც დაბადების 1 და 2 თავები გვეუბნება,   არის ის, რომ ადამიანი მართლაც ძალიან განსაკუთრებულია.   ის ღმერთის უნიკალური ქმნილებაა და მისი დაყენება არ   შეიძლება სხვა დანარჩენი ქმნილებების გვერდით.

 

 

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.