ადამიანის ასაკი | ქრისტიანი.ge

ადამიანის ასაკი

ადამიანის ასაკი

„ახალგაზრდა დედამიწის” თეორია 

ბიბლია საკმაოდ ნათლად მოგვითხრობს იმის შესახებ, რომ ადამიანი ღმერთმა შექმნა, მაგრამ ცოტათი ბუნდოვანია ის საკითხი, თუ როდის შეიქმნა ადამიანი. ჩვენ უფრო ზუსტი პასუხი გვაინტერესებს. დაბადების წიგნის პირველი თავების ყურადღებით წაკითხვის შემდეგ ჩნდება მოსაზრება, რომ ადამიანმა არსებობა მხოლოდ ექვსი ათასი წლის წინ დაიწყო და სამყაროც ამ დროისთვის უნდა შექმნილიყო. ბიბლიის ზოგიერთ ძველ თარგმანში სამყაროს შექმნა თარიღდება ჩვ.წ.აღ-მდე 4004 წელს. პირველი, ვინც ეს თარიღი გამოიანგარიშა, იყო მეჩვიდმეტე საუკუნის ეპისკოპოსი ჯეიმზ აშერი (1581-1656). აშერი თავის ქრონოლოგიას აფუძნებდა იმ გენეალოგიაზე, რომელიც დაბადების წიგნშია წარმოდგენილი. თუმცა, მეცნიერული კვლევა გვეუბნება, რომ კაცობრიობა დედამიწაზე გაცილებით მეტ ხანს არსებობდა. ბიბლიაში გადმოცემულ გენეალოგიას თუ უფრო ყურადღებით შევისწავლით, ისიც ადასტურებს ამ აზრს.

გენეალოგიური ჩანაწერები

არსებობს მრავალი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ შეგვიძლია გენეალოგიური ჩანაწერების გამოყენება კაცობრიობის ასაკის დასადგენად.
პირველი, ბიბლიური გამოთქმები “მან შვა” ან “ის იყო ძე”, რომელთაც დაბადების წიგნში ან სხვა ადგილებში ვხვდებით, ყოველთვის პირდაპირ მამა-შვილურ კავშირსარ აღნიშნავს. ზოგჯერ ტერმინი “მამა” შეიძლება ეწოდოს ადრეულ წინაპარს. მაგალითად, მათეს 1:1-ში იესოს ეწოდება “დავითის ძე”, ხოლო დავითს ეწოდება “აბრაამის ძე”.
მეორე, გენეალოგიური ჩანაწერების გადამოწმებამ დაადასტურა, რომ ზოგიერთ უძველეს ხელნაწერებში ზოგი სახელი გამოტოვებულია. მაგალითად, ლუკას სახარებაში აბრაამიდან იესომდე ორმოცდათექვსმეტი სახელია, მაშინ როცა მათეს სახარებაში მხოლოდ ორმოცია. ამის ახსნა სავარაუდოდ იმით შეიძლება, რომ “მათე მიჰყვებოდა იოსების (იესოს კანონიერი მამის) ხაზს, ხოლო ლუკა ყურადღებას ამახვილებს მარიამის (იესოს სისხლით ნათესავი) ხაზზე (ახალი საერთაშორისო ვერსიის ბიბლია, გვ.1543). აგრეთვე, თუ შევადარებთ ლუკას 3:36 და დაბადების 11:12-ს, აღმოვაჩენთ, რომ ლუკა მოიხსენიებს სახელს კენანს არფაქშადსა და შელახს შორის, დაბადების წიგნში კი ამას ვერ ვხედავთ. (აღსანიშნავია ის, რომ სეპტუაგინდა, ადრეული ბერძნული თარგმანი დაბადების 11:12-13-ში მოიხსენიებს სახელს კენანს. დაბადების 11:12-13 იმ თარგმანში გვეუბნება: “როცა არფაქშადმა იცოცხლა  35 წელი, გახდა კენანის მამა. და მას შემდეგ, როცა გახდა კენანის მამა, არფაქშადმა იცოცხლა 430  წელიდა შეეძინა სხვა შვილები. როცა კენანმა იცოცხლა 130 წელს, გახდა შელახის მამა. და მას შემდეგ,  რაც გახდა შელახის მამა, კენანმა იცოცხლა 330 წელს და შეეძინა სხვა შვილები” (პიქტორული ბიბლია, გვ.39).
ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ის, რომ ბიბლიური გენეალოგიის მიზანი კაცობრიობის ასაკის აღნიშვნა კი არ არის, არამედ ადამიანის წინაპრის დაზუსტება. ამრიგად, მათეს მიერ დაწერილის მიზანია გვაჩვენოს ის, რომ იესო ნამდვილად არის დავითის შთამომავალი და ამიტომაც აქვს უფლება ტახტზე ჯდომისა. უძველეს დროშიც მემკვიდრეობა მამიდან შვილს გადაეცემოდა. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ ადამიანს მემკვიდრეობის დამამტკიცებელი საბუთი ჰქონოდა. თუ გენეალოგიის მიზანი ის იყო, რომ მემკვიდრეობის დამამტკიცებელი საბუთი ყოფილიყო, მაშინ ჩვენთვის გასაგებია, რატომ არ ამახვილებენ ყურადღებას ბიბლიის ავტორები იმაზე, თუ რამდენი თაობა იყო “პიროვნება X” და “პიროვნება Y”-ს შორის. მათი მიზანია დაამტკიცონ ის, რომ “X” გამოვიდა “Y”-დან და ამიტომ იგი “Y”-ის მემკვიდრეთა როცხვში შედის.

სხვა თეორიები

კაცობრიობის ასაკთან დაკავშირებით რამდენიმე თეორია წარმოადგინეს ბიბლიის მკვლევარებმა, რომლებიც ცდილობდნენ, რომ გეოლოგიური ფაქტები დაეკავშირებინათ ბიბლიურ ჩამონათვალთან.

ესენია:

1. ღმერთმა ადამი და ევა ასაკობრივი გარეგნობით შექმნა, ამრიგად, მას შესაძლოა დედამიწაც ასაკობრივი გარეგნობით აქვს შექმნილი.

2. ნოეს დროს მოვლენილმა საყოველთაო წარღვნამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია დედამიწის ტოპოგრაფიაზე., რომელიც ასაკობრივ გარეგნობას გვიჩვენებს.

3. დაბადების 1 თავში გადმოცემული დღეები ხანგრძლივი ისტორიული პერიოდებია და ეს პერიოდები შეესაბამებოდა გეოლოგიურ პერიოდებს. ეს ეთანხმება სიტყვა დღის გამოყენებას ბიბლიის სხვა ადგილებში.

4. ღმერთს შეეძლო ადამის შექმნამდე სამყაროს შექმნისთვის დიდი დრო გამოეყენებინა. შემდეგ კი დაბადების წიგნის ავტორს სამყაროს შექმნის პროცესი განუცხადა, როგორც ექვსი დღის ნაშრომი.

5. დაბადების 1 თავის 1 და 2 მუხლებს შორის იყო დროის გარკვეული პერიოდი, რომელიც თითქმის უსაზღვროდ გაგრძელდა. ამ თეორიის მიმდევრები ირწმუნებიან, რომ ღმერთის მიერ შექმნილი სრულყოფილება მას შემდეგ გახდა უსახო და უდაბური, როცა სატანის დაცემის შედეგად კატასტროფა განიცადა.

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.