სიყვარულის სამეფო ბავშვებისთვის – მზიურის პარკში | ქრისტიანი.ge

სიყვარულის სამეფო ბავშვებისთვის – მზიურის პარკში

მზის ფესტ

Event details

  • ოთხშაბათი | 1 ივნისი 2016 to კვირა | 1 მაისი 2016
  • 12:00 - 17:00
  • მზიური პარკი — ბავშვთა ქალაქი, დასვენებისა და კულტურის პარკი (ჭავჭავაძის გამზირი)

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, 1 ივნისს მზიურის განახლებულ პარკში „ მზის ფესტივალი“ ჩატარდება.

პროექტი უკვე  მეთერთმეტე წელია თბილისში ტარდება, თუმცა წლევანდელი „მზის ფესტივალი“ გამორჩეული იქნება, რადგან  პირველად ჩატარდება წყალდიდობის შემდეგ განახლებულ „მზიურში“.  პროექტი  გათვლილია  8-13 წლის ბავშვებისთვის.

პროექტში მონაწილეობას იღებს არასამთავრობო  ახალგაზრდული ქრისტიანული მოძრაობა "სინათლის თაობა",    რომელიც დაარსდა 2003 წელს და აერთიანებს ახალგაზრდებს ქრისტიანული ფასეულობების ირგვლივ. ორგანიზაცია აწყობს საქველმოქმედო კონცერტებს, ღონისძიებებს და აქციებს ხელოვნული აბორტის, შიდსის, ძალადობისა და ნარკომანიის წინააღმდეგ. ორგანიზებას უწვს გასართობ და საქველმოქმედო საღმოებს ბავშვთა სახლებისთვის, ატარებს კონფერენციებს, შეხვედრებს, დისკუსიებს და სემინარებს ახალგაზრდებისთვის აქტუალურ თემებზე.

სინათლის თაობის  ორგანიზებით  პარკში შენდება ზღაპრული ქალაქი, "სიყვარულის სამეფო",  სადაც  ბავშვები  დაუვიწყარ დროს გაატარებენ.

პროექტის მიზანია:  
1. „მზიური“ თუნდაც ერთი დღით ნოდარ დუმბაძის ოცნების ქალაქად იქცეს, ადგილად, სადაც ბავშვების ჟრიამული არ წყდება და სადაც ყველა ბავშვი თავს ბედნიერად გრძნობს.
2. სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების საზოგადოებასთან ინტეგრაცია და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.

ფესტივალის პროგრამა:
12:00 – ფესტივალის გახსნა. 
13:00 – ფერადი ცარცებით ხატვა.
13:00 – ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე წარდგენილი მწერლები; ზაზა აბზიანიძე, თამრი ფხაკაძე და თეა თოფურია შეხვდებიან ბავშვებს და გააცნობენ თავიანთ შემოქმედებას. ასევე მოეწყობა ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე წარდგენილი ილუსტრატორის ნინო ჩაკვეტაძის ნამუშევრების გამოფენა. 
13:00 – პრაქტიკული რჩევები პარტიზანული მებაღეებისაგან – როგორ შევიტანოთ წვლილი ეკოსისტემის გადარჩენაში.
14:00 – Neverland-ისს სპექტაკლი “მე ვხატავ მზეს” (ამფითეატრი). 
15:00 – ილუზიონისტის და რობოტ ტრანსფორმერის შოუ (ამფითეატრი).
15:45 -მუსიკალური შესვენება (ჯაზ-ბენდი 4Tune; ლექსო რატიანი)
15:00 – ზალიკო სულაკაურის ღია გაკვეთილები (“მზიურის” ქვედა შემოსასვლელი). 
16:45 AMT ხელოვნების სახლი-ს თეატრალიზებული პერფომანსი (ამფითეატრი). 
17:00 – “არტ-სტუდია” -ს კონცერტი და კონკურსი მშობლებისათვის “დიდი ბავშვები” (ამფითეატრი)

კომენტარები

კომენტარი