Art Cross 2017 თბილისში | ქრისტიანი.ge

Art Cross 2017 თბილისში

 თბილისის სახარების რწმენის ეკლესია, მიმდინარე კვირაში, საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალს  „ART CROSS“  მასპინძლობს.

 ღონისძიება  ტრადიციულად ავსტრიაში   2 წელიწადში ერთხელ იმართება.  საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია  აღნიშნულ ფესტივალს ზედიზედ  უკვე მეორედ მასპინძლობს . პირველად ეს ღონისძიება საქართელოში 2015 წელს ჩატარდა.

ფესტივალი  „Art Cross“ სტუდენტებს  სრული 5 დღის განმავლობაში  შესაძლებლობას  აძლევს, მსოფლიო დონის პროფესიონალების გამოცდილებას ეზიარონ.  წელს, 100-მდე  სტუდენტი  მასტერკლასებს 11 მიმართულებით  გადის:

  1. კლავიში
  2. პერკუსია
  3. ხატვა
  4. ცეკვა
  5. ხმა და განათება
  6. დრამი
  7. სამსახიობო
  8. ვოკალი
  9.  გრავირება
  10.  კლოუნების თეატრი

ფესტივალი 28 აგვისტოს დაიწყო და მსვლელობას 1 სექტემბერს   საღამოს კონცერტით დაასრულებს. მსურველთათვის, ყოველი დღის ბოლოს 7 საათზე,  საღამოებზე  დასწრება  თავისუფალია. 

 

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.