საშობაო მილოცვა | ქრისტიანი.ge

საშობაო მილოცვა

ვულოცავ  ყველა ქრისტიანს  ქრისტეს შობას. წმინდა წერილში ქრისტეს შობამდე ასწლეულობით ადრე დაიწერა სიტყვები, რომლებიც სიტყვა სიტყვით აღსრულდა. ეს სიტყვები  მის სასწაულებრივ შობას, ცხოვრებას, მის მიერ მოხდენილ სასწაულებს,  სიკვდილსა და აღდგომას გვამცნობდნენ.

 თუ გაესაუბრებით ნებისმიერი აღმსარებლობის ადამიანს, რომელიც  ისტორიაში ცოტა მაინც არის გათვითცნობიერებული, ის  აუცილებლად აღნიშნავს, რომ   იესო ნაზარეველის მსგავსი არავინ ყოფილა. ის ყველა დროის ყველაზე უნიკალური პიროვნებაა.

იესომ ისტორიის მსვლელობა მთლიანად შეცვალა. ჩვენს კალენდარზე აღნიშნული თარიღიც კი მოწმობს,  2000 წლის წინ,  ქვეყნად იესოს ცხოვრებაზე.

შეხედეთ იესო ნაზარეველის ცხოვრებას და იმ ზეგავლენას, რომელიც მას  ისტორიაზე ჰქონდა.

მის ქადაგებას  ცვლილებები, თითოეული ადამიანის ცხოვრებაში მოაქვს.

იესო ამბობდა: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე,  ვერავინ მივა მამასთან თუ არა ჩემით.“

შენთვის  ვინ არის იესო ქრისტე?

 ამ კითხვის პასუხზეა დამოკიდებული, როგორც შენი ამქვეყნიური, ასევე მარადიული ცხოვრება. თუ ქრისტიანი ხარ, ოღონდ ქრისტესთან ურთიერთობის გარეშე, უნდა იცოდე, რომ იესოს გარეშე ქრისტიანობისგან აღარაფერი რჩება.

ბიბლიური ქრისტიანობა ეს არ არის უბრალოდ ცხოვრებისეული ფილოსოფია, ეთიკური ნორმები ან რელიგიური რიტუალების შესრულება.  ჭეშმარიტი ქრისტიანობობა სხეულში შობილ, ჯვარცმულ და მკვდრეთით აღმდგარ,  ცოცხალ უფალთან პირად  ურთიერთობაზეა დაფუძნებული.

   მინდა ვთქვა მათთვის, ვისაც სურს ირწმუნოს იესო ქრისტე,  როგორც ცოცხალი უფალი და მხსნელი.
ამაში შეუძლებელი არაფერია!  იესოს ისე ძალიან უნდა თქვენთან ახლო ურთიერთობის დამყარება, რომ მან  ამისთვის  რაც აუცილებელი იყო უკვე ყველაფერი გააკეთა.

ეპისკოპოსი ოლეგ ხუბაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.