10  გზა, რომლითაც უფალი ლაპარაკობს ბიბლიაში | ქრისტიანი.ge

10  გზა, რომლითაც უფალი ლაპარაკობს ბიბლიაში

უფალი ბიბლიაში 10 გზას გვიჩვენებს. იმისთვის,  რომ  დავფიქრდეთ ვუსმენთ თუ არა მას, საჭიროა ვიცოდეთ ეს გზები. მსურს რამდენიმე მაგალითი  დაგანახოთ ბიბლიიდან, სადაც კარგადაა გადმოცემული ის, თუ როგორ ლაპარაკობს უფალი. გარდა იმის ცოდნისა, თუ რას ლაპარაკობს ღმერთი, აუცილებელია ვიცოდეთ,  რა გზებს იყენებს ის ამისთვის.

      1 .უფალი ჩვენთან სალაპარაკოდ იყენებს სხვადასხვა გარემოებებს.

უფალი იონას თავისი ხმით დაელაპარაკა, მაგრამ ვერ აღიქვა ეს ხმა. ამიტომ მან გადაწყვიტა, რომ დალაპარაკებოდა მას სხვადასხვა გარემოებებით. პირველად მაშინ, როდესაც შთანთქმულიყო დიდი თევზის მიერ და მეორედ, როდესაც აყილო (ვაზი)  გაიზარდა და მოუჩრდილა  მას, რომელიც მალევე გახმა (იონას წიგნი 1:4).

იმისათვის, რომ გავიგოთ უფლის ხმა, აუცილებელია ვიყოთ ყურადღებით. კარგი იქნება თუ თქვენს თავებს დაუსვამთ ამ 2 კითხვას:

  1. რა ხდება ჩემს ცხოვრებაში?

  2. რისი თქმა სურს უფალს ჩემთვის ამ გარეოებების მეშვეობით?

 

  2.უფალი ასევე ლაპარაკობს ბრძნული გამონათქვამებით.

ეს ყველაფერი იგავებშია ნაჩვენები. არ არის სწორი ჩვენს პასტორებს, მოძღვრებს ვეუბნებოდეთ, რომ მოუსმინონ უფლის ხმას და გვეუბნებოდნენ, თუ რას ამბობს ის ჩვენზე.პირიქით, სწორი ისაა, როდესაც ჩვენი ლოცვის შედეგად ვიგებთ ამაზე პასუხს.

 

3.უფალი ლაპარაკობს მშვიდობით.

(კოლოსელთა 3:15) – „ბატონობდეს თქვენს გულებში ღვთის მშვიდობა..“ სიტყვა „ბატონობა“ არ ნიშნავს უბრალოდ ყოფნას.ეს ნიშნავს მმართველობას და იმას, რომ იყო გადამწყვეტი ფაქტორი ცხოვრებაში.თუ ჩვენს გადაწყვეტილებებში ვერ ვგრძნობთ მშვიდობას.ესიგი, ეს ღმერთისგან არ არის.არ წახვიდე უფლის ნების წინააღმდეგ, რადგან ეს არაფერს გარგებს.

4.უფალი გველაპარაკება ადამიანების მეშვეობით.

ეს ფაქტი მთელს ბიბლიაშია გადმოცემული . ღმერთი იყენებს ბრძენ და მის მოყვარულ ადამიანებს, რათა მათი მეშვეობით ელაპარაკოს სხვებს.

 

5.უფალი ჩვენთან სალაპარაკოდ იყენებს სიზმრებს და ხედვებს.

ამის მაგალითები ნაჩვენებია:იოსების, სოლომონის, იაკობის, პეტრეს, იოანესა დაპავლეს ცხოვრებაში . ეს ჩვენს ცხოვრებაში შეიძლება მოხდეს.

(საქმეები 2:17; იოელი 2:28)
 

6.უფალი ლაპარაკობს ჩვენი ფიქრებით.

(ამოს 4:13) ამბობს, რომ უფალი გვამცნობს მის ხედვებს ჩვენი ფიქრების მეშვეობით.

მათეს 1:19-21 იოსებს უფალი ფიქრების მეშვეობით დაელაპარაკა, მაშინ როცა მისი ფიქრები სხვა რამეზე იყო მიმართული.აუცილებლად უნდა ვუკვირდებოდეთ ჩვენს ფიქრებს , რადგან ყველა აზრი უფლისგან არ მოდის.ეს შეიძლება ეშმაკისგანაც იყოს მოსული.ყოველთვის, როდესაც თავში რაიმე აზრი მოგვივა, უნდა განვსაჯოთ ღვთისგანაა ეს თუ არა და შეესაბამება თუ არა ეს უფლის ნებას ?
 

7.უფალი ლაპარაკობს ბუნებრივი გამომჟღავნებებით.

(რომაელთა 1:18-20) ამ მონაკვეთიდან ვიგებთ, რომ უფალს შეუძლია ბუნების მეშვეობით ლაპარაკი.უფლის ხმა შეიძლება გამომჟღავნდეს: მთებში, მდელოებში, ჩანჩქერებში, ხეებში და ა.შ (იოანეს 12:27-30)

„მამაო განადიდე შენი სახელი!“ და მოვიდა ზეციდან ხმა : „განვადიდე და კვლავ განვადიდებ“ იქ მდგომმა ხალხმა ამის გაგონებაზე თქვა: :ქუხილიაო.სხვებმა კი თქვეს :“ ანგელოზი ელაპარაკებოდაო“.არსებობ შანსი, რომ ეს დღესაც მოხდეს, მაშინ როდესაც ჩვენ გავიგებთ ქუხილის ხმას, ან სხვა რაიმე გამომჟღავნებას.ეს შეიძლება უფლის ხმაც იყოს.

 

8.უფალი ლაპარაკობს ზებუნებრივი გამომჟღავებებით.

უფალი ელაპარაკა მოსეს აალებული ბუჩქის მეშვეობით (გამ  3:1-4).ის ელაპარაკა გადეონს მატყლის საშუალებით (მსაჯ 6:37-40).“სავლეს გზად მიმავალს, რომელიც დამასკოს გზას უახლოვდებოდა, უეცრად მოეფინა ნათელი ციდან.“ (საქ 9:1-5)

ბალაამს კი სახედრის მეშვეობით (რიცხ 22:1-35).

 

9.უფალი ლაპარაკობს ბიბლიის მეშვეობით.

ბიბლია არის უფლის ხმა და ეს სიტყვები მის მიერაა შთაგონებული (2 თიმ 3:16).უფალს ბიბლიის მეშვეობით შეუძლია ამა თუ იმ სიტუაციიდან გვაპოვნინოს გამოსავალი, რადგან მისი სიტყვა ცოცხალი და მოქმედია.(ებრ 4 :12)

 

10.უფალი ლაპარაკობს შინაგანი ხმით.

უფალი ლაპარაკობს ჩუმად (ჩურჩულით ). ის ასე დაელაპარაკა ელიასაც (1 მეფ 19:12)

მთავარი ამ ყველაფრის შემდეგ ისაა, რომ გვჭირდება მისი ხმის მოსმენა (იერ 7:13) „მე კი გეუბნებოდით თქვენ განთიადიდან, გელაპარაკებოდით და  არ გესმოდათ , გიხმობდით და არ მპასუხობდით.“

რომაელთა 10:17 „ამრიგად, რწმენა-მოსმენისაგან, ხოლო მოსმენა-ქრისტეს სიტყვისგან.“ თუ ერთხელ მაინც შეხვედრილხარ ადამიანს , რომელსაც აქვს ძალიან დიდი რწმენა , იცოდე, რომ მას ბევრჯერ ექნება უფლის ხმა მოსმენილი და ეცოდინება ის, თუ როგორ უნდა ვუსმინოთ ღმერთს.

 

თარგმანი: მარიამ გოგიჩაშვილი
წყარო: http://www.crosswalk.com/faith/bible-study/10-powerful-ways-god-speaks-in-the-bible.html

 

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.