ბიბლიის გეოგრაფია – გოლანის მაღლობები (ბაშანი) | ქრისტიანი.ge

ბიბლიის გეოგრაფია – გოლანის მაღლობები (ბაშანი)

 ბაშანი ასევე ცნობილია როგორც ბათანეა, გაულანიტისი, გეშური, კარნაიმი

 

Acco lighthouse

 

 

ბაშანის ფურები,  ბაშანის მუხის ხეები

ამ ადგილას  მსხვილფეხა საქონელი ბინადრობს.  ანტიკური პერიოდიდან გოლანის ფერდობებზე როგორც საქონლის ხორცი, ასევე რძის პროდუქტები მოიპოვება.  ბიბლიის თანამედროვე პერიოდში ეს ადგილი (ბიბლიში ცნობილია როგორც ბაშანი) ცნობილი ფურებით  და მუხის ხეებით იყო. ამოსი 4:1-2 (ნაწყვეტი) ,, ისმინეთ ეს სიტყვა, ბაშანის ფურებო“ (ასევე ფს:21-13)

 ბაშანის მუხები: ზაქარიას 11:2 ივალალე, ალვავ, რადგან დაეცა ნაძვი, რადგან გაიძარცვნენ ძლევამოსილნი! ივალალეთ, ბაშანის მუხებო, რადგან დაემხო გაუვალი მაღნარი! (ასევე ესაია 2:13) 

 

 

დოლმენი (ბრინჯაოს ხანის ნაგებობა ქვის სვეტებით შესრულებული)

გოლანის ფერდობებზე  ასობით ასეთი ნაგებობა აღმოაჩინეს. დოლმენები   დასაკრძალ პალატებად (აკლდამებად) გამოიყენებოდა, ბაზალტის იმ ტერიტორიაზე, სადაც საფლავის ამოთხრა რთული იყო.  აქ   ჯგუფის ლიდერს ან რომელიმე სხვა მოხეტიალე ელიტის წევრს კრძალავდნენ. მსგავსი ნაგებობები,  როგორც ძველი ბრინჯაოს ხანის დროს, ასევე შუა ბრინჯაოს ხანაში გამოიყენებოდა.   დოლმენის კონსტრუქცია შემდეგნაირია: ორ დიდ ქვის ფილას, რომლებიც ვერტიკალურადაა აღმართული,  ჰორიზონტალური ქვის ფილა აქვს   ზემოდან გადაფარებული, რომლის წონაც შესაძლებელია 30 ტონაზე მეტს იწონიდეს.

 

 

Western wall of Acco fortress

 

Acco lighthouse

 

ნიმროდის ციხესიმაგრე

არაბულში ის როგორც სუბებე ისეა ცნობილი (ჯვაროსნული სახელიდან ლა’ სიბებე). ეს ინგლისური ციხესიმაგრის სახელი ნიმროდთან არასწორად ასოცირდება. ნიმროდი  ანტიკური სიმბოლოა. იგი  დაბადების 10:8-9-შია მოხსენიებული. ეს ციხესიმაგრე მუსლიმების მიერ აშენდა,  მაგრამ  მე-12 საუკუნეში  რამოდენიმეჯერ  შეიცვალა.  ციხესიმაგრე ყველაზე მეტად გაძლიერებული მე- 13 საუკუნეში იყო და მისი დღევანდელი ხედიც (ფორმა, განლაგება) იმდროინდელია.  მთა  400 მეტრის ( 1300 ფუტის) სიგრძისაა და მისი სიგანე 150 მეტრს (490 ფუტს) აღწევს. მისი მწვერვალის სიმაღლე  ზღვის დონიდან 800 მეტრს (200 ფუტს) აღწევს . ციხესიმაგრე ასევე ცნობილი იყო როგორც კოღოების სიმაგრე. 

 

 

სირიის ტერიტორია

გოლანის ფერდობები  1967 წლამდე  სირიის ქვეყანას ეკუთვნოდა. ექვსდღიანი ომის შემდეგ ისრაელმა  ჰულელ ბასინი  და გალილეის ზღვა აიღო.  ამ ადგილს დღემდე  სირიელების ცხოვრების კვალი ეტყობა.  სირიელების  ცხოვრების კვალი ასევე  სამხედრო ბაზებსა და მეჩეთს ეტყობა, რომელიც ნანგრევებადაა ქცეული.  დღეს ამ ტერიტორიის მოსახლეობას   დრუზები (რომლებიც ცხოვრობდნენ ომამადე ) და ისრაელიანები  შეადგენენ, რომლებიც  აქ ომის დროიდან გადმოსახლდნენ. სირია მოითხოვს, რომ  მშვიდობიანი შეთანხებით გოლანის ფერდობები ისევ  მას დაუბრუნდეს.

 

 

Western wall of Acco fortress

 

 

Acco lighthouse

 

როჯემ ჰირი

როჯემ ჰირი (არაბულად რუჯმ ალ ჰირი) გოლანის ფერდობებიდან 10 მილის (16 კილომეტრის) დაშორებით გალილეის ზღვის აღმოსავლეთ მხარესაა. ცენტრში მდებარე ქვებისგან შემდგარ პირამიდას (ქვების გროვას) ოთხი წრე აქვს შემოვლებული. ყველაზე ფართე წრის დიამეტრი  150 მეტრია (490  ფუტი). კედლის სიგანე 3.5 მეტრია ( 11.5 ფუტი) და  2.5 მეტრზეა (8 ფუტი)  აღმართული. იგი უკანასკნელად,  არაუგვიანეს გვიანი ბრინჯაოს ხანის დროს( ჩვენს წელთაღიცხვამდე 1500-1200 წლებში) გამოიყენეს. როგემ ჰილის ფუნქცია  დღემდე უცნობია.  ვარაუდები არის,  რომ ის თავდაცვითი  დამარხული კომპლექსი, ასტრონომიული დაკვირვების ცენტრი ან  მეფე ყოგის საფლავი  იყო(მეორე რჯული 3:11).

 

 

 

ნაჰარ საარი

გოლანი  ბაზალტის ზეგანი არის, რომელიც  ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს ზღვის დონიდან 900 მეტრზეა (3000 ფუტი) აღმართული. გოლანის ფერდობებს ჩრდილოეთიდან  ჰერმონის მთა ხოლო სამხრეთიდან ყარმუკის მდინარე ესაზღვრება. ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხეში  ვულკანური კონუსების (კრატერების) არააქტიური ჯაჭვი არის. მთის უკანასკნელმა გააქტიურებამ  კლდის ფერდობებზე   ბაზალტის სქელი ფენის შექმნა გამოიწვია, რომელიც  აგროკულტირასთან შეუთავსებელია. ამის გამო ეს ადგილები ძირითადად საძოვრებად გამოიყენება. გოლანის ფერდობებზე სიტუაცია  ზამთრის წვიმებზე (ნიაღვრებზე) მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული. აქედან მდინარეები ჰულელ ბასინის და გალილეის ზღვისკენ მიედინებიან.

 

 

Western wall of Acco fortress

 

 

Golan Heights and Mount Hermon panorama

ჰერმონის მთა

ჰერმონის მთა,  ლიბანის მთათა სისტემაშია.  მთის უმაღლესი მწვერვალი  9230 ფუტის სიმაღლეზეა.  უმაღლესი წერტილი ისრაელის საზღვრებს შიგნით  მიზპე შელაღიმი არის. ,,თოვლის ობსერვატორია“ 7295 ფუტის სიმაღლეზეა.  ბიბლიაში ის,  როგორც ბა’ალ ჰერმონი, სირიონ და სიონი ისე ცნობილი. 133-ე ფსალმუნი  აღნიშნული მთის საამურობასა და უხვმოსავლიანობაზე გვიქმნის წარმოდგენას.  ჰერმონის მთა ყოველწლიურად საშუალოდ 60 ინჩ ნალექს იღებს (1992 წელს მან 100 ინჩი ნალექიც კი მიიღო). არ არის გამორიცხული, რომ ამის გამო ჰერმონის მთის ფერდობებმა  სახეცვლილება განიცადოს. იესო და მისი მოწაფეებიც აღნიშნულია, რომ  ფილიპეს კესარიის რეგიონში იყვნენ. ფილიპეს კესარია  ჰერმონის მთის ფუძეზე მდებარეობს  და შესაძლოა ჰერმონის მთა ის ადგილი იყოს, სადაც იესომ თავისი მოწაფეები აირჩია. 

 


წყარო: www.bibleplaces.com
თარგმანი: ლევან ლეფსვერიძე

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.