კითხვა პასუხი | ქრისტიანი.ge

კითხვა – პასუხი

რა არის ცოდვა?

ცოდვა – ეს არის დაუმორჩილებლობა ღვთის კანონების, მცნებების და წესების მიმართ . ყველა ადამიანი ცოდვილია და ცოდვის ტყვეობაშია, ასე რომ ყველა იმსახურებს სასჯელს ჩადენილი ცოდვების გამო. ხოლო, იესო ქრისტეს გადამრჩენად და პირად მხსნელად მიღების შემდეგ, ადამიანი თავისუფლდება ცოდვის მონობისა და ტყვეობისგან, რადგან სრულიად უცოდველმა იესო ქრისტემ , იტვირთა კაცობრიობის ცოდვები.
 ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის მადლი – საუკუნო სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში » (რომაელთა მიმართ 6 : 23 ).

 მეორე დღეს იხილა მან მისკენ მომავალი იესო და თქვა : „ აჰა, ღვთის კრავი, რომელმაც აიღო სოფლის ცოდვა (იაონე 1 : 29 )

შობს ძეს და დაარქმევ მას სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისგან. “ ( მათე 1: 21).

 

როგორ დარწმუნდეს ადამიანი რომ ის გადარჩენილია?

ამ კითხვაზე პასუხს ბიბლია იძლევა:
 ხოლო მათ უთხრეს : „ იწამე უფალი იესო და გადარჩებით შენც და მთელი შენი სახლიც.“  ( საქმეები 16 : 31)
გადარჩენა ადამიანზე არ არის დამოკიდებული, გადარჩენა ღვთის საჩუქარია. უფალი გვეუბნება:
 ვინაიდან მადლით ხართ გადარჩენილები, რწმენის მეშვეობით, და ეს თქვენგან კი არ არის , არამედ ღვთის ნიჭია.  (ეფესელთა 2 : 8)
ღმერთს სურს ყველა ადამიანის გადარჩენა, მაგრამ ის ყველას აძლევს იმის უფლებას, რომ აირჩიონ თავიანთი ცხოვრებისეული გზა. გადარჩენის მიღება – ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია ქრისტიანის ცხოვრებაში. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა შეინარჩუნოს ღვთისგან ბოძებული ეს ძვირფასი საჩუქარი და განავითაროს იგი.
აუცილებელია თუ არა ეკლესიაში სიარული, თუ საკმარისია ლოცვა და ბიბლის სახლში კითხვა?

ბიბლია სიტყვა ეკლესიის რამდენიმე მნიშვნელობას გვიხსნის: უფლის ტაძარი, ღვთის ოჯახი, ქრისტეს პატარძალი, ქრისტეს სხეული. ამის ცოდნა ადამიანს ეხმარება გაიგოს, ის თუ როგორ იყენებს უფალი ეკლესიას, თავისი გეგმების შესასრულებლად და დედამიწაზე თავისი ძალაუფლების განმტკიცებისთვის. ყოველი მორწმუნე , რომელიც ეკლესიის წევრად იწოდება, არის ქრისტეს სხეულის ნაწილი.
თქვენ კი ქრისტეს სხეული ხართ, ხოლო ცალ-ცალკე – მისი ასოები (1 კორინთელთა 12 : 27).
იესო ქრისტეს მიმდევრები და მოწაფეები მუდმივად ტაძარში იმყოფებოდნენ, სადაც სწავლობდნენ ღვთის სიტყვას, მათში დიდი ერთსულოვნება იყო.
 და ისინი გამუდმებით მკვიდრობდნენ მოციქულთა მოძღვრებაში, ზიარებაში, და პურის გატეხასა და ლოცვებში  ყოველდღე გამუდმებით, ერთსულოვნად ტაძარში იყვნენ, და კარდაკარ ტეხდნენ პურს, ღებულობდნენ საკვებს მხიარულებით და გულუბრალოებით…  ( საქმე 2 : 42; 46 )
სულიერად გაძლიერება და განმტკიცება ადამიანს მხოლოდ ეკლესიაში შეუძლია, აქ ღებულობს იგი რჩევა-დაიგებას და დახმარებას, რათა შევიცვალოს.
 არ მივატოვოთ ჩვენი შესაკრებელი, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ; არამედ შევაგონოთ [ერთმანეთს] და მით უფრო მეტად, რაც უფრო ხედავთ იმ დღის მოახლოებას. ( ებრაელთა მიმართ 10 : 25 )
ყოველი მორწმუნე აქტიურად უნდა იყოს ჩართული ეკლესიის ცხოვრებაში, სხვებს უნდა ემსახურებოდეს თავისი ნიჭებითა და შესაძლებლობებით, რომელი ნიჭებითაც ღმერთმა დააჯილდოვა იგი.
 და ზოგიერთები დააყენა ღმერთმა ეკლესიაში, ჯერ ერთი, მოციქულებად, მეორე, წინასწარმეტყველებად და მესამე, მასწავლებლებად; შემდეგ ძალები, განკურნებათა ნიჭი, შეწევნანი, მართვანი, სხვადასხვა ენები. ( 1 კორინთელთა 12 : 28 )
შეუძლებელია ეკლესიის გარეთ უფლის მიზნებისა და განზრახვების განხორციელება.
აუცილებელია თუ არა ქორწინებაში ყოფნა, თუ საკმარისია უბრალოდ გვიყვარდეს ერთმანეთი და არ დავაკანონოთ ეს ურთიერთობა?

წმინდა წერილების თანახმად, ქორწილამდე ინტიმური ურთიერთობა – ეს არის მრუშობა, ანუ, ცოდვილი ურთიერთობები, რომელიც განიკითხება ღმერთის მიერ, რაც ადამიანს ართმევს შესაძლებლობას მოხვდეს ცათა სასუფეველში და მიჰყავს იგი ჯოჯოხეთამდე.
… მეძავებსა და მრუშებს კი ღმერთი გაასამართლებს » ( ებრაელები 13 : 4 ).
ნუთუ არ იცით , რომ უმართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთახვანისცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი; ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც ლოთნი, ვერც მლანძღველნი, ვერც მტაცებელნი – ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სასუფეველს ( 1 კორინთელთა 6 : 9-10 ).
 ხოლო მშიშრებისა და ურწმუნოების, შებილწულებისა და მკვლელებისა და მეძავების და გრძნეულების, კერპთაყვანისცემლების და ყველა ცრუს – მათი ხვედრი ტბაშია, რომელიც იწვის ცეცხლითა და გოგირდით , რომელიც მეორე სიკვდილია. ( გამოცხადება 21 : 8 )

 

რატომ არის ამდენი სხვადასხვა ეკლესია, როდესაც ღმერთი ერთია?

ბერძნული სიტყვა (ახალი აღთქმა დაიწერა ბერძნულ ენაზე ) “ ეკლესია“ ითარგმნება როგორც “შესაკრებელი“. ეს ნიშნავს იმას, რომ “ეკლესია“, ესაა კრებული იმ ხალხისა , რომელთაც სჯერათ, რომ მათ მიეტევათ ცოდვები იესო ქრისტეს დაღვრილი სისხლის და მისი მცნებების დაცვის მეშვეობით. იმისთვის, რომ დარჩნენ მოციქულთა სწავლებაში , ეს მორწმუნეები იკრიბებიან ე.წ. “ადგილობრივ ეკლესიებში”, რომლებიც სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებშია. ჭეშმარიტ ქრისტიანულ ეკლესიად იწოდება სწორედ ის ადგილი , სადაც იესო ქრისტე უფლად და გადამრჩენად იქადაგება, რომელიც დედამიწაზე 2 ათასი წლის წინ მოვიდა, რათა აღესრულებინა მამის ნება – კერძოდ კი ჯვარზე მომკვდარიყო მთელი კაცობრიობის ცოდვებისთვის: “ რამეთუ ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყნიერება , რომ მისცა თავისი მხოლოდ შობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. “ რამეთუ არ წარმოგზავნა ღმერთმა თავისი ძე ქვეყნიერებაზე, რომ გაასამართლოს ქვეყნიერება; არამედ რომ ქვეყნიერება გადარჩეს მის მიერ. (იოანე 3: 16-17)
დროთა განმავლობაში, სიტყვა “ეკლესიის“ მნიშვნელობამ განიცადა გარკვეული ცვლილებები, რომლის მნიშვნელობას იგებდნენ ისე, რომ ეს იყო შენობა,სადაც იკრიბებიან მორწმუნეები და დენომინაციები, რომელთაც მიეკუთვნებიან ისინი. მაგრამ ბიბლიაში ამ სიტყვას სხვა მნიშვნელობა აქვს.
ყველა ადამიანს აქვს უფლება, თავად აირჩიოს, თუ რომელ ეკლესიაში ივლის. ეს ასახავს ყოველი ადამიანის ინდივიდუალურობას: მას შეუძლია აირჩიოს ზუსტად ის შესაკრებელი, რომელიც მეტად ახლოსაა მის ტემპერამენტთან, ხასიათთან და გულთან.
აირჩიეთ ის ეკლესია, რომელიც თქვენს გულთან მეტად ახლოს იქნება, საიდანაც მსახურების დამთავრების, შემდეგ დარწმუნებული იქნებით, რომ ყველა თქვენს კითხვას პასუხი გაეცა და გეცოდინებათ როგორ გაატაროთ ცხოვრება.

როგორ მოვისმინოთ უფლის ხმა ?

უფალს ბევრი გზა აქვს , რის მეშვეობითაც ის ურთიერთობს ადამიანთან. მათ შორის ყველაზე გავრცელებული ფორმებია : შინაგანი მოწმობა, სინდისის ხმა და სულიწმინდის მიერ ცოდვაში მამხილებელი ხმა. ასევე ღმერთი ადამიანს წმინდა წერილიდან – ბიბლიიდან ესაუბრება. მისი ნაზი ხმა შეიძლება მოვისმინოთ ჩვენს გულებში, მაშინ როდესაც ჩვენი გულწრფელი ლოცვის პასუხს მოველით. ხშირად ღმერთი ადამიანს პასუხობს ეკლესიაში ქადაგების მეშვეობით, ასევე უფალი გვესაუბრება სიზმრებით, ხილვებით და გამოცხადებებით.

რატომ ხდება ისე, რომ გალობის დროს გალობს ყველა?

ღმერთს სურს, რომ ყოველმა დედამიწაზე მცხოვრებმა ადამიანმა განადიდოს იგი.
ბიბლია ამბობს:
უგალობეთ უფალს, მისო წმიდებო, ადიდეთ ხსენება მისი სიწმიდისა. (ფსალმუნი 29: 5)
ყოველმა სულდგმულმა ადიდოს უფალი. ალელუია ! (ფსალმუნი 150: 6)
ამიტომაა, რომ როდესაც ადამიანები მოდიან მსახურებაზე ეკლესიაში, ისინი თაყვანს სცემენ ღმერთს, უმღერიან მას და ემადლიერებიან მას ყველაფერ იმის გამო, რასაც იგი აკეთებს მათ ცხოვრებაში. უფლის განდიდების სწორად წარმართვაში მრევლს ეხმარება ეკლესიაში არსებული განდიდების გუნდი.

ეკლესიაში ქება-დიდების დროს, რატომ წევენ ხელებს ან უკრავენ ტაშს ?

ჩვენი თაყვანისცემა უნდა გამოხატავდეს სიყვარულსა და პატივისცემას უფლის მიმართ. ღმერთმა ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანი შექმნა: ყოველი მათგანი უნიკალური და განუმეორებელია. ამიტომ ღმერთს სურს, რომ ყოველმა ჩვენგანმა ისე გამოხატოს სიყვარული მისდამი, როგორც გული კარნახობს მას, ამასთან გამოიყენოს ბიბლიური გზები მის თაყვანისაცემად და საქებრად.
“ვიმხიარულებ და ვილხენ შენით, ვუმღერებ შენს სახელს, უზენაესო “ ( ფსალმუნი 9 : 3 )
“უგალობეთ უფალს , სიონის მკვიდრს, აუწყეთ მისი საქმენი ერებს “ (ფსალმუნი 9:12)
“ერნო ყოველნო, შემოჰკარით ტაში, შეჰღაღადეთ ღმერთს გალობის ხმით“ (ფსალმუნი 46: 2)
“ამიტომ გადიდებ ჩემი სიცოცხლის მანძილზე, შენი სახელით აღვაპყრობ ხელებს“ (ფსალმუნი 62: 5)
“ერნო ყოველნო, შემოჰკარით ტაში, შეჰღაღადეთ ღმერთს გალობის ხმით“ (ფსალმუნი 46: 2)
“ადიდეთ იგი ბუკის ცემით, ადიდეთ იგი ჩანგით და ქნარით. ადიდეთ იგი დაფით და როკვით, ადიდეთ იგი ებნით და სტვირით. ადიდეთ იგი ტკბილხმოვანი წინწილებით, ადიდეთ იგი მაღალხმოვანი წინწილებით “ (ფსალმუნი 150:3-5 )
“მოდით, ტაყვანი ვცეთ და შეუვრდეთ, მუხლი მოვიდრიკოთ ჩვენი შემქმნელი უფლის წინაშე ! “ (ფსალმუნი 94: 6 )
“განადიდონ მისი სახელი როკვით, დაფით და ქნარით უგალობონ მას “ (ფსალმუნი 149: 3 )


კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.