წამება. რომი: პოლიკარპე | ქრისტიანი.ge

პოლიკარპეს – იოანეს მოწაფის წამება რომში

პოლიკარპე მოციქულ იოანეს მოწაფე იყო. იგი რომში მახარებლური მოგზაურობისას ბავშვმა ამოიცნო და ჯარისკაცებს შეატყობინა. როცა მათ იპოვეს პოლიკარპე, იგი საჭმელს მიირთმევდა რომელიც ჯარისკაცებსაც შესთავაზა.

   საკვების ერთად მიღების შემდეგ, პოლიკარპემ ერთი საათი ითხოვა ლოცვისათვის. ჯარისკაცები დათანხმდნენ, რაზეც მოგვიანებით ინანეს კიდეც. რადგან პოლიკარპე ისე მხურვალედ ლოცულობდა, რომ ჯარისკაცები თავიანთ ცოდვილ მდგომარეობაში დარწმუნდნენ.
    ბოლოს პოლიკარპე მმართველს მიჰგვარეს, მან კი მას ბაზარზე დაწვის განაჩენი გამოუტანა ‘დამნაშავეს’. თუმცა ამავე დროს მმართველმა გადარჩენის შესაძლებლობა მისცა მას ქრისტეს უარყოფის შემთხვევაში. პოლიკარპემ უარი თქვა და განაცხადა, „ოთხმოცდაექვსი წელი ვემსახურე ღმერთს. როგორ უნდა დავგმო ჩემი მეფე, რომელმაც დამიხსნა?“ პოლიკარპე სარზე მიაბეს და მის გარშემო ცეცხლი დაანთეს. ცეცხლმა მხნე მორწმუნემდე მიაღწია მაგრამ-სასწაულებრივად-მის სხეულზე თმაც კი არ დამწვარა. მმართველი გაცეცხლდა. მან ჯარისკაცს მისი ფერდის განგმირვა უბრძანა. მათ წარმატებით მოკლეს პოლიკარპე, მაგრამ მისი რწმენა და გამარჯვებული სული კი ვერ ჩაკლეს.
   პოლიკარპეს საბოლოო ლოცვა შემდეგი იყო: გადიდებ შენ, რადგან ღირსად ჩამთვალე წამებულთა რიცხვს შევუერთდე დღეს, ამ წუთში, რათა ქრისტესთან ერთად შევსვა სასმისი ჩემი სულის აღდგომისას.

პოლიკარპე ახალ გაგებას გვაძლევს ფრაზისა, „აქტიური გადადგომა.“ ოთხმოცი წლის წმინდანმა, პოლიკარპემ იმდენ ხანს იცოცხლა, რომ აღარ ედარდა თუ რას იფიქრებდნენ მისი მოწინააღმდეგეები მისი ქრისტეში რწმენის შესახებ. მაგრამ მეორე კუთხით, ახალგაზრდა ფანატიკოსები საშიშროების წინააღმდეგ სრული მზაობით ებრძვიან მოწინააღმდეგეს. ხშირად მორწმუნეების უმეტესობა ამ ორ მდგომარეობას შორის იმყოფება. ფანატიზმის ნაკლებობას განვიცდით და არც იმდენ ხანს გვიცხოვრია, რომ ჩვენს რწმენაზე სხვების წარმოდგენას ყურადღება არ მივაქციოთ. საბედნიეროდ, იესო ისეთებს გვიღებს როგორებიცა ვართ და არა ისეთებს, როგორებიც უნდა ვიყოთ. დღეს მიიღე გადაწყვეტილება და მიეცი ღმერთს პირობა რომ ნებას დართავ ხვალ რწმენაში გაგზარდოს.

წიგნი "ექსტრემალური ღვთისმსახურება"

უხსოვარი დროისა და თანამედროვე მორწმუნეების ყოველდღიური მსახურების ისტორიები, ადამიანები, რომეთაც ყველაფერი გაიღეს ქრისტესათვის.  

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.