ასე ამბობს უფალი? | ქრისტიანი.ge

ასე ამბობს უფალი?

ავტორი : ჯონ ბევირი
დღეს სულიწმიდის მიერ ხდება მისი კიდევ ერთი ნიჭის, წინასწარმეტყველების მსახურების ნიჭის აღდგენა. ეკლესიის ხუთი მსახურება – მოციქულის, მახარებლის, მწყემსის, მასწავლე- ბლის და წინასწარმეტყველის მსახურებები, აღორძინდა ისევე, როგორც ერთ დროს აღდგენილ იქნა ჭეშმარიტება განკურნების შესახებ და სულიწმიდით ნათლობა შესაბამისი სულიერი ნიჭებით. მაგრამ იქმნება შთაბეჭდილება, რომ როცა ეკლესიაში რაღაც კარგი ჩნდება, მასთან ერთად აუცილებლად გარკვეული უკიდურესობანი იჩენს ხოლმე თავს. და მაშინ ადამიანები განიცდიან ტკივილს და წყენას, ზოგიერთნი იმდენად სერიოზულად განიცდიან ამას, რომ ცილდებიან რწმენას და ურწმუნოებაში ვარდებიან. მაგალითად, როცა ვინმე უკიდურესად საჭიროებს განკურნებას და სწამს კიდეც მისი, მაგრამ არ ინკურნება, მან შესაძლოა განხიბლვა და დაბნეულობა იგრძნოს. თუ ადამიანი მწყემსის მორჩილია, მაგრამ ის ტკივილს აყენებს, მაშინ ეს ადამიანი შეიძლება განაწყენდეს და ეკლესიიდან წავიდეს და მასში ამგვარი ლიდერობისადმი უნდობლობა ჩაითესოს. შეიძლება აღინიშნოს, რომ ამჟამად, როცა ეკლესიაში აღდგენას განიცდის წინასწარმეტყველური მსახურება, გამოჩნდა ტენდენცია, რომ ეს მსახურება არასწორად იქნას გაგებული ანდა ბოროტად გამოყენებული.

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.