ეს თემა ეხება მთავარ თემას იმის შესახებ,თუ როგორ ვიცხოვროთ კარგი ქრისტიანული ცხოვრებით. თქვენ წაიკითხავთ გზების შესახებ, რომელთა მეშვეობითაც შეგეძლებათ დაუახლოვდეთ ღმერთს, გაიზარდოთ რწმენაში და შეისწავლოთ, რამდენიმე მორალური და ეთიკური წესი, რომლითაც სურს ღმერთს, რომ ცხოვრობდეთ.
1. გაყევი იესოს – ყველა დროის მაგალითი
მთავარი მცნება, რაც ქრისტეს მიმდევარმა უნდა დაიცვას არის:“ გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი გონებით და მთელი შენი სულით და გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.“ ისინიც კი, ვინც გაღზიანებს და ცუდად გეპყრიბა, მნიშვნელობა არ აქვს, იცნობ თუ არა. უნდა გიყვარდეს, ეს მოწოდებაა. იესომ თქვა:“გიყვარდეთ თქვენი მტრები და ილოცეთ მათთვის,ვინც გდევნით თქვენ.“ იოანეს 13:15 იესომ თქვა:“მე მაგალითი მოგეცით,რათა როგორც მე მოგექეცით, თქვენც ასევე მოიქცეთ.“ კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში 11:1 პავლე მოციქული ამბობს:“მომბაძეთ მე, როგორც მე ვბაძავ ქრისტეს.“ ეფესელთა მიმართ წერილში კი დასძენს:“მომბაძეთ მე, როგორც გამგონე შვილებმა.“ სამწუხაროდ უამრავი ქრისტიანი ამ სიყვარლისგან ცარიელია. უამრავი ქრისტიანი ნელ–თბილია ქრისტიანული დოქტრინებისადმი. თუ თქვენი ქრისტიანული ცხოვრება მხოლოდ ეკლესიაში სიარულით შემოიფარგლება, მაშინ თქვენ იქნებით სუსტნი და განსაცდელები და განკითხვები თქვენს ცხოვრებას დააქცევს. მაგრამ, თუ თქვენ დადიხართ ეკლესიაში და ყოველდღე კითხულობთ ბიბლიას, თქვენ იქნებით ძლიერი ქრისტიანი. ქრისტიანთა ნაწილი არ კითხულობს ყოველდღე ბიბლიას, და თუ თქვენ, ყველანი არ კითხულობთ წმიდა წერილს ყოველდღე, თქვენ იქნებით სულიერად სუსუტი ქრისტიანები. რამდნეიმე მუხლი ბიბლიიდან, რომელიც ხელს შეგიწყობთ სულიერ ზრდაში არის: იგავთა 8:17–21; ფსალმ 1:1–3; იოანეს სახარებს 14:21–27; იაკობის 1:2–8; 1თეს 5:16–18; 2ტიმოთე 1:6–7; ებრაელთა 8:6–10; ეფესელთა 6:10–18 და იგავთა 4:20–23.
2. გაათვითცნობიერე, რომ გაქვს ცოდვები და უნდა მოინანიო – შეცვალე შენი დამოკიდებულებები და ქმედებები.
გარდაქმნა და შეცვლა, არ გახლავთ ერჯერადი აქტი და ეს უნდა გაათვითცნობიეროთ. ეს არის ცხოვრებისეული მოქმედება, რომელიც ხანგრძლივია და საჭიროა შედეგიანი და წარმატებული სულიერი ცხოვრებისათვის. ნუ იქნები ზედმეტად მკაცრი ჩავარდნის დროს საკუთარი თავის მიმართ, წამოდექი ისევ და გამოიყენე ეს გაკვეთილად. გაისუფთავე თავი, ერწმუნე ღმერთს და ხელი შეუწყე შენს სულიერ განვითარებას.
3. წაიკითხე და გააკეთე ის, რასაც ბიბლია ამბობს.
იაკობის 1:22 „იყავით სოტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი, თავის მოსატყუებლად.“ მათეს 4:4 „იესომ უპასუხა , დაწერილია, რომ აა მხოლოდ პურითა ერითა ცხოვრობს კაცი, არამედ ღვთის ბაგიდან გამომავალი ყოველი სიტყვით.“
ბიბლია ასევე გვამცნობს,რომ მთელი წერილი ღვთის სულით არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად და გამოსასწორებლად.“ 2ტიმოთე 3:16
4. ნება დართე უფალს, რომ შეგცვალოს.
შენ არ შეგიძლია საკუთარი თავის შეცვლა, მხოლოდ ღმერთს ძალუძს შეცვალოს ადამიანი, ქრისტეს მეშვეობით. ეზეკიელი 36 :26–27 „მოგცემთ ახალ გულს და ახალ სულს ჩაგიდგამთ შიგნით, ამოგაცლით ქვის გულს სხეულიდან, და ხორცის გულს ჩაგიდგამთ. ჩემს სულს ჩაგიდგამთ შიგნით და ისეთებს გაგხდით, რომ ჩემს წესებზე იაროთ და ჩემი სამართალი აღარსრულოთ.“ ეფესელთა 4:24 “და შეგემოსათ ახალი კაცი, ღვთის მსგავსად შექმნილი, სამართლიანობითა და ჭეშმარიტების სიწმიდით.“ ნამდვილი ქრისტიანი იცვლება და იცვლება მისი დამოკიდებულებები და მგრძნობელობა. ისინი უკვირდებიან და იწყებენ თავიანთი გემოვნების განხილვას, უკვირდებიან სამოსს რომელსაც იცვამენ, მუსიკას,რომელსაც უსმენენ, ფილმებს და მეგობრების არცევასაც კი. ბიბლია ამბობს, იაკობის 1:21 „ ამიტომ,განიშორეთ ყოველგვარი სიბინძურე და ბოროტების ნატამალი და მშვიდად მიიღეთ თქვენში ჩანერგილი სიტყვა, რომელსაც თქვენი სულების ხსნა შეუძლია.“
5.გაათვითცნობიერეთ,რომ თქვენი რწმენის გამო დევნილი იქნებით.
არ მისცეთ სხვების შემოტევებს თქვენი რწმენის შესუსტების უფლება.იყავით მხნე და მტკიცე თქვენს რწმენაში,მაგრამ არ განიკითხოთ სხვები. 2ტიმოთე3:12“და ყველა,ვისაც სურს ქრისტე იესოში იცხოვროს ღვთისმოსაობით,დევნილი იქნება“.
6.გამოყავით დრო ეფექტური და მნიშვნელოვანი ლოცვებისთვის.
იშუამდგომლეთ იმ ადამიანებისთვის,ვინც არ ლოცულობს საკმარისად საკუთარი საჭიროებებისთვის, ესენი შეიძლება იყვნენ ბავშვები,თქვენი ნათესავები,მეგობრები,მტრები,ოჯახის წევრები და ა.შ. ეფესელთა 1:16–23_ში პავლე ამბობობს,რომ ლოცულობს მადლიერებით,სულით,სიბრძნითა და გამოცხადებით.მე გირჩევთ,რომ იმავე ლოცვით ილოცოთ ყოველდღე,ყოველწელს და ღმერთი აგავსებთ თავისი სულით და მოგცემთ მეტის გაგების უნარს.
7.შეეცადეთ დაინახოთ პერსპექტივები სხვებში,გინდაც არ ეთანხმებოდეთ მათ პიროვნულად.
რა თქმა უნდა , ილოცეთ თქვენი მტრებისთვის მათთვის მშვიდობისთვის,რომ შეძლონ გახდნენ ღმერთის შვილები და იყვნენ კურთხეულნი,რათა უფალმა უპასუხოს მათაც და თქვენც და დაგეხმაროთ ორთავეს..
8.იყავით მომთმენნი ადამიანების მიმართ,მაშინაც კი,როდესაც ისინი არ განიჭებენ ბედნიერებას და გამწუხრებენ.
უნდა იშრომოთ იმაზე,რომ აპატიოთ იმ ხალხს,რომლებმაც გული გატკინეს.თქვენ უნდა ისწავლოთ თქვენი მტრების სიყვარული. ღმერთს უყვარს და სჭირდება ყველა.შორს დადექით მიკერძოებული სიყვარულისგან. თქვენ მოგიწევთ მძიმე პერიოდის გავლა,რათა თქვენი მტრების სიყვარული ისწავლოს. ილოცეთ ღმერთის წინაშე,რომ მოგცეთ გაგება სულიწმინდის მეშვეობით.
9.იშრომეთ და ილოცეთ სხვებისთვის და ეცადეთ გაუკეთოთ მათ საუკეთესო,რაც შეგიძლიათ.
იზრუნეთ იმ ადამიანებზე,ვინც განსაცდელში არიან და დახმარებას გთხოვენ. იაკობი2:16 „რომელიმე თქვენგანი კი ეტყვის მას :“ მშვიდობით იარე, გათბი და ისაზრდოვე“, სხეულისათვის საჭიროს კი არას მისცემთ,რა სარგებელია?“ ეს არის ის ერთ0ერთი საკითხი,რომელზეც იესო საუბრობდა თავის სწავლებაში.დახმარება და გაცემა ყოველთვის არ ნიშნავს ფინანსების გაღებას,ეს შეიძლება გულიხმობდეს სამოსს ან რაიმე სხვას.
10.მოეპყარით სხვები კეთილად ,ისე როგორც თქვენ ისურვებდით რომ მოგქცეოდნენ.
უბრალო გულთბილი მოქმედებაც კი,როგორიც არის მაგალითად კარების გაღება ვინმესთვის ,არის კარგი საქმე და შეუძლია გაგრძნობინოთ,რომ იმარჯვებთ ეგოიზმზე,რადგან ამის შემდეგ ადამიანები იწყებენ დადებითად ფიქრს თქვენზე და ღებულობენ თქვენს მოწმობას ქრისტეზე.
11.ეცადეთ იცხოვროთ მშვიდი ცხოვრებით
1თესალონიკელთა 4:11 „და გულმოდგინედ ეცადოთ იყოთ მშვიდნი, აკეთოთ თქვენი საქმე საკუთარი ხელებით,როგორც ჩვენ გამცნეთ.“
სიამაყე უბიძგებს ადამიანს განიკითხოს სხვები,იყოს თვალთმაქცი,მაშინ,როდესაც ეს ცოდვაა.რადგან სიამაყე ყველა ცოდვის დედაა და ის ყველა ჩვენგანს ცვლის. ყველანაირი ცოდვის დასაბამი ჩვენი ეგოიზმია (განაწყენება,სიძულვილი,ვნება,მკვლელობა,სიხარბე და ა.შ.)
12. ღიად იქადაგედ კეთილი უწყება.
გახსოვდეთ,რომ თქვენი ქრისტიანული ცხოვრება თქვენი ქმედებების მეშვეობით ვლინდება და შესაძლებლობას აძლევს ღმერთს,რომ იმოქმედოს თქვენს ცხოვრებაში.მოერიდეთ ისეთ აზრებს როგორიცაა უნრალოდ კეთილ,ლიბერალურ მორალში დარჩენა–ნუ გახდებით „რობინ ჰუდივით“,არამედ დათესეთ ქრისტეს სახარება ადამიანებში და უთხარით მათ,რომ გადარჩენას მადლის მეშვეობით ღებულობენ და არა კეთილი საქმეებით,მაგრამ შემდგომში კეთილი საქმეები,უკვე გამომდინარეობს დახსნილი ადამიანისგან და არა პირიქით.
13.როგორ ვიცხოვროთ კარგი ქრისტიანული ცხოვრებით.
გამოიჩინეთ ძალისხმევა,რომ დაუმეგობრდეთ სხვა ქრისტიანებს.ეს არის გასაოცარი,რომ ღმერთი აერთიანებს ქრისტიანებს ეკლესიაში და ბიბლიის შემსწავლელ საღამოებზე. ნუ იფიქრებთ სხვებზე მიკერძოებით და ნუ წარმოაჩენთ საკუთარ თავს მაგალითად. გააკეთეთ ყოველივე უფლის გამო.თქვენ აღმოაჩენთ,რომ ბიბლიის შემსწავლელ ადამიანებთან საუბარი ქრისტიანულ ცხოვრებაზე,ეს კურთხევაა თქვენთვის,ასევე მათი არგუმენტები და დარიგებები. დაიწყეთ სხვებისთვს თქვენი ხედვების გაზიარება,ასევე საუბარი თქვენს შიშებსა და სისუსტეებზე,რადგან მათ შეუძლიათ გაგამხნეონ.
14.გააპრაქტიკეთ ის,რასაც ქადაგებთ.
ქრისტემ მოგვცა ძალიან კარგი მაგალითი მათეს 7:3–5_ში „რად უყურებ წველს შენი ძმის თვალში,საკუთარ თვალში კი დირესაც ვერ ამჩნევ? ანდა როგორ ეტყვი შენს ძმას: მიმიშვი ამოგიღო თვალიდან წველი,და აჰა,შენს თვალში კი დირეა! თვალთმაქცო,ჯერ შენი თვალიდან დირე ამოიღე და მერე დაინახავ,როგორ ამოიღო წველი შენი ძმის თვალიდან!“
15. დაეხმარეთ ადამიანებს.
მოხალისეობა საუკეთესო დასაწყისია იმ ქრისტანებისთვის,რომელთაც იციან ან არ იციან თავიანთი მოწოდების შესხებ. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ ცხელი საჭმელი ჩაასხათ ქილაში და წაუღოთ იმ ადამიანებს,რომელნიც უსახლკაროთა თავშესაფარში ცხოვრობენ.
თარგმნა: ია კარგარეთელმა