ძირითადი ღვთისმეტყველური დებულებები
სახარების რწმენის ქრისტიანთა ეკლესიის მოძღვრებისა და ქრისტიანული ცხოვრების პრაქტიკის საფუძვლებს ბიბლია, წმინდა წერილი წარმოადგენს. ეკლესიის მოძღვრება სამოციქულო ტრადიციებზეა დაფუძნებული და წინა თაობების ეკლესიურ გამოცდილებებს ითვალისწინებს. ბიბლია ერთადერთი ჭეშმარიტი კრიტერიუმია რწმენის საკითხებში, რომელთა თანახმადაც ეკლესიის ყველა დოქტრინების შემოწმება ხდება. ჩვენ გვწამს, რომ ქრისტიანებისთვის წმინდა წერილი ყოველთვის ფუნდამენტალურ ჭეშმარიტებად და უმაღლეს სტანდარტად