იესოს ბოლო სიტყვები ჯვარზე – 05.03.2017 | ქრისტიანი.ge

იესოს ბოლო სიტყვები ჯვარზე – 05.03.2017

როდესაც იესოს ჯვარზე აკრავდნენ, ლუკას 23:34-ში თქვა: ,,მამაო, მიუტევე ამათ, ვინაიდან არ იციან რას აკეთებენ.“ იესოს ტკივილი მიაყენეს, თუმცა მას წყენა არ დარჩენია გულში. შემდეგ ეს სიტყვები გაიმეორა სტეფანემაც, როდესაც ქვებით ქოლავდნენ და მის სიტყვებს უშედეგოდ არ ჩაუვლია, განსაკუთრებით მოციქულ პავლეს ცხოვრებაში. ჩვენ უნდა ვისაწავლოთ მივბაძოთ იესოს და მივბაძოთ მის მოწაფეებს.

ჩვენ რისხვაში ნელი უნდა ვიყოთ. წყენის დროს უნდა გავიხსენოთ რას ამბობდა იესო როცა ჯვარზე იყო, რას ამბობდა სტეფანე, როცა ქოლავდნენ. შენი გულის მდგომარეობა უნდა იყოს ისეთი, რომ შეგეძლოს მათთვის ლოცვა. სამართლიანიც რომ იყოს შენი განაწყენება, შენ შენი გული უნდა მოატრიალო ღმერთისკენ. განაწყენების უფლება ყველაზე მეტად იესოს ჰქონდა, მაგრამ ის ჯვარზე სხვებს პატიობდა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ პატიება, რადგან იესო ქრისტემ ბევრი გვაპატია. წყენა ანგრევს ურთიერთობებს. პატიების დროს გული თვაისუფლდება წყენისგან.

მეორე სიტყვა რომელიც გოლგოთაზე წარმოთქვა იესომ, გვაჩვენებს, რომ მას არ დავიწყებია მთავარი მისია, რის გამოც იგი მოვლენილი იყო ქვეყნად – ადამიანის გადარჩენა. ლუკას 23:43-ში იესო ეუბნება ავაზაკს: ,, დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში.“ ჭეშმარიტება, რომელიც უნდა დავინახოთ ამ სიტუაციიდან, არის ის, რომ ადამინის გადარჩენა არ არის დამოკიდებული რიტუალებზე. ხსნა არ არის დამოკიდებული არც ეკლესიაზე და არც ნათლობაზე. რათქმაუნდა ჩვენ უნდა მოვინათლოთ, უნდა გავხდეთ ეკლესიის წევრი, მაგრამ ხსნა მხოლოდ უფალზეა დამოკიდებული. უბრალო რიტუალს არ შეუძლია ადამიანის გადარჩენა.
 
ასევე ამ სიტყვებიდან უნდა დავინახოთ, რომ არ არსებობს სულის მიძინების დოქტრინა. გარდაცვალების შემდეგ სხეული იძინებს, სული არა. არ არსებობს არანაირი განსაწმენდელი. იესოს არ უთქვამს ჯერ განსაწმენდელი უნდა გაიარო და მერე მოხვდები სამოთხეში, მან თქვა – დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში. დახსნილი ადამიანები სიკვდილის შემდეგ მაშინვე მიდიან იესოს თანდასწრებაში.

ამ ეპიზოდში ასევე ჩანს, რომ იესო ქრისტე მზრუნველი იყო, და ის იგივეს გვავალებს ჩვენც. ჯვარცმის ეპიზოდში ჩანს ასევე როგორ ზრუნავს იესო დედაზე, როდესაც იოანეს ჩააბარებს მას.

მარკოზი 15:34-ში იესო მიმართავს უფალს: „ელი ელი ლამა საბაქთანი“, რაც ნიშნავს „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე.“ ამ დროს ღმერთმა მართლა იბრუნა პირი იესოსგან, რადგან ღმერთს არაფერი აქვს საერთო ცოდვასთან და ამ დროს იესოს ჩვენი, ყველას ცოდვები ჰქონდა დადებული. იესომ რეალურად განიცადა რას ნიშნავდა უღმერთოდ ყოფნა. ის იტანჯებოდა ფიზიკურადაც, იოანე 19:28-ში აღსრულდა წინასწარმეტყველება.

როგორც იესომ განიცადა სულიერი და ფიზიკური ტანჯვა, ასევე ყველა ქრისტიანის ცხოვრებაში მოდის განსაცდელები. მაგრამ ღმერთი იმაზე მეტს არ დაუშვებს რისი გადატანაც არ შეგიძლია.

იესო ბოლო წუთებშიც ღმერთზე იყო მინდობილი. ღმერთს მიანდო თავისი სული.

იესო ქრისტემ იზეიმა ბოლოს და თქვა „ აღსრულდა“.

 ამ ეპიზოდში იესო გვასწავლის თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ცხოვრება:

  1. უნდა ვიყოთ მპატიებელნი
  2. უნდა ვიზრუნოთ სხვებზე
  3. ჩვენ გვექნება როგორც ფიზიკური ასევე სულიერი ტანჯვა
  4. თუ ჩვენ მივენდობით ღმერთს, გავიმარჯვებთ.

 

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.