დამოკიდებულება ღმერთის სიტყვის მიმართ | ქრისტიანი.ge

დამოკიდებულება ღმერთის სიტყვის მიმართ

არსებობს რწმენის სხვადასხვა დონეები. ჩვენი რწმენა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწორად ვისმენთ ღმერთის სიტყვას  როგორ აღვიქვა და ვიგებთ მის აზრს.  
ჩვენი რწმენა განსაზღვრავს ჩვენს მუდმივობას, ჩვენს ცხოვრებას, ჩვენს ბედს.
ხშირად ადამიანები ისმენენ იმას რაც მათ სიამოვნებთ, რაც კომფორტს უქმნის მათ. მაგრამ არ შეიძლება ღმერთის სიტყვას ასე მივუდგეთ. თუ შენ იმას ისმენ მხოლოდ  რაც კომფორტს გიქმნის, მაშინ შენი რწმენაც შესაბამისი იქნება.

ბიბლიაში საუბარია სხვადასხვა სახის გულზე - წმინდა გულზე, სიხარულით აღსავსე გულზე, დაღონებულ გულზე. არსებობს გულის სხვადასხვა მდგომარეობა, როდესაც გული გაუხეშებულია ამ დროს ხშირად ღმერთის სიტყვა ადამიანის გაღიზიანებას იწვევს. გაღიზიანება ხელს უშლის ღმერთის სიტყვის მოსმენას და შესაბამისად რწმენას. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ გაღიზიანების ჩახშობა. როცა ადამიანი მშვიდ მდგომარეობაში ისმენს სიტყვას, ეს სიტყვა ყოველთვის ნაყოფების მომტანია მის ცხოვრებაში

ღმერთი თავისი სიტყვით ეცხადება ადამიანებს. ჩვენი რწმენა არ უნდა იყოს ამქვეყნიური, არ უნდა იყოს აგებული კეთილდღეობაზე, ის აგებული უნდა იყოს ღვთის სიტყვაზე. რა პრობლემებიც არ უნდა იყოს ჩვენს ცხოვრებაში ღმერთი ყოველთვის ჩვენს გვერდითაა. ბიბლიაში წერია რომ მორწმუნეებს ყოველივე ეწევათ სასიკეთოდ. ღმერთმა თავისი ნება ბიბლიაში გამოხატა. ბიბლია არ არის შემთხვევით მოსული დღემდე. ღმერთმა 1500 წლის განმავლობაში სხვადასხვა წინასწარმეტყველს, სხვადასხვა ადამიანს აუწყა თავისი ნება და ის დღესაც გველაპარაკება ბიბლიიდან. ამიტომ სულიწმინდამ უნდა გაგვიცხადოს ღმერთის სიტყვა. ჩვენ უნდა გვჯეროდეს ბიბლიის ყოველი მუხლის. ეს სიტყვა ნუგეშია ჩვენთვის.

ღმერთის სიტყვა ამბობს რომ იმაზე მეტი განსაცდელი არ მოვა ჩვენს ცხოვრებაში, რისი გადატანაც არ შეგიძლია. ბიბლიაში წერია რომ მორწმუნეებს ყოველივე ეწევათ სასიკეთოდ. ამიტომ ნურასდროს ნუ იტყვი აუგს ღმერთზე. თუკი ეშმაკს არ სძინავს , ღმერთს მითუმეტეს არ სძინავს გვიცავს, ზრუნავს და ფიქრობს როგორ გაკურთხოს.

გაუხეშებული გული ეს არის დახურული ჭურჭელი რომელშიც  ვერაფერს ვერ ჩაასხავ. უწმინდურება კეტავს ადამიანის გულს და ღმერთი ვეღარ გამოიყენებს მას.

ჩვენ უნდა ვისწავლოთ ღმერთის სიტყვის მოსმენა და მიღება. და ამას შევძლებთ როცა ღმერთის სიტყვა არ გაგვაღიზიანებს . ებრ.4:12-13 როცა ღმერთის სიტყვა ეხება ჩვენს გულს, ჩვენ უკვე ვიცით რა არის ხორციელი ფიქრები და რა მშვინვიერი. ღმერთის სიტყვა არ ეფერება ჩვენს გრძნობებს. როცა ღმერთის სიტყვას ისმენ შეიძლება შენს გულს მოხვდეს როგორც ორლესული მახვილი, შეიძლება მშვიდობა დაგერღვეს გულში. კორინთელთა ეკლესია აფორიაქდა როცა პავლემ ამხილა, მაგრამ მან მიიღო ეს სიტყვა და აღმოფხვრა ცოდვა. ღმერთის სიტყვა განსჯის ჩვენს ზრახვებს და ფიქრებს. ღმერთი მართალი მსაჯულია. მას სწორი გადაწყვეტილება გამოაქვს, მაგრამ ჩვენ ხშირად ვეწინააღმდეგებით მას. ღმერთის სიტყვა გამხელს რათა  დაინახო  შენი ცოდვები შეიცვალო და მოინანიო.  

ღმერთი დაელაპარაკა კაენს უთხრა რომ ცოდვა ჩასაფრებული იყო კართან და უნდა ებატონა მასზე, მაგრამ კაენის გული გაუხეშებული იყო. მის გულში ბოროტება შევიდა უფლის და აბელის მიმართ.

ნაყამანი - როცა  მას წინასწარმეტყველმა უთხრა რომ შვიდჯერ  ჩასულიყო მდინარე იორდანეში, ის განრისხდა, მაგრამ შემდეგ მოუსმინა რჩევას და მიიღო განკურნება.

 

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.