რა არის რწმენა – 30 დეკემბერი, 2018 | ქრისტიანი.ge

რა არის რწმენა – 30 დეკემბერი, 2018

წმინდა წერილი გვასწავლის, რომ რწმენის გარეშე შეუძლებელია ღმერთისთვის მოსაწონად ყოფნა. (ებრ. 11:6)

ჩვენი რწმენა დაფუძნებულია იესო ქრისტეს პიროვნებაზე და ღმერთის სიტყვის რეალურობაზე.

რწმენა საშუალებას გვაძლევს, იესო ქრისტეს მეშვეობით, დავუკავშირდეთ იმ ღმერთს, რომელიც მოუწვდომელ სინათლეში ცხოვრობს.

რწმენა ნამდვილია, რწმენა რეალურია. რწმენა მხოლოდ წარმატების გასაღები არ არის, ის ჩვენი ცხოვრების წესი უნდა იყოს.

იესო ქრისტე რამდენიმე სახის რწმენაზე საუბრობდა.

ის საუბრობდა მცირე რწმენაზე. მცირე რწმენა გამუდმებით შფოთავს. ზოგჯერ საკუთარ თავს უნდა შევახსენოთ, რომ იესო ზრუნავს ჩვენზე და ჩვენს საჭიროებებზე.

იესო ლაპარაკობდა დიდ რწმენაზეც. დიდ რწმენას არ აქვს დისტანცია, არ აქვს საზღვრები. ჩვენ ყველას გვაქვს რწმენა რაღაც დოზით, და ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ის მუდმივად იზრდებოდეს და ვითარდებოდეს.

იესო ამბობს, რომ არსებობს თვალსაჩინო რწმენა. შენ შეგიძლია შენი მოქმედებით, შენი დამოკიდებულებით დაანახო ღმერთს შენი რწმენა. ლოცვა არის რწმენის გამოხატულება. თუ შენ არ გჯერა, რომ ღმერთი უსმენს შენს ლოცვას, მაშინ ეს ლოცვა რიტუალია და მეტი არაფერი.

არსებობს კიდევ ერთი სახის რწმენა – არ ვირწმუნებ, სანამ არ ვიხილავ. ეს რწმენა ზოგჯერ ისეთ მდგომარეობაში გვაგდებს, რომ ჩვენი ნდობა ღმერთისადმი უფრო დაბალ საფეხურზე ჩამოდის და აღარ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს წმინდა წერილის საფუძველზე. მაგრამ იესოს არ ეშინია ასეთი რწმენის.

ჩვენს რწმენას აქვს გამოწვევა, მაგრამ ღმერთის სიტყვის საფუძველზე ჩვენი რწმენა არის ქვეყნიერების მძლეველი.

თუ შენ არ გაქვს რწმენა, ვერ იქნები ღმერთთან დაკავშირებული. რწმენის მეშვეობით მიიღებ მოწმობას, რომ ღმერთისათვის სათნოდ იცხოვრე.

რწმენა არის მსხვერპლის მიტანა ღმერთის წინაშე. რწმენას პრაქტიკული ნაბიჯები ახასიათებს.

რწმენა არის ღმერთთან ერთად სიარული.

რწმენა ღვთის მოშიშებაა.

რწმენა არის ღმერთის მოწოდების მიყოლა.

რწმენა არის ის, როცა შენ იცი, რომ ხიზანი და მწირი ხარ ამ ქვეყანაზე, და ღმერთმა  მოგიმზადა ადგილი.

რწმენა არის მოლოდინი იმისა, რაც ღმერთმა განუმზადა თავის მოყვარულებს.

რწმენა არის კურთხევა. რწმენა არასოდეს არავის არ წყევლის.

რწმენა არის ის, რომ იცი ღმერთი აღთქმას აასრულებს.

რწმენა უარს ამბობს ქვეყნიერებაზე.

რწმენა, ისევე როგორც წმინდა წერილი ზებუნებრივია.

რწმენა გრძნობებს მიღმა მიდის, და ღმერს ენდობა.

გამარჯვება ის არის, როდესაც ბრძოლაში რწმენას ინარჩუნებ.

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.